სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობის განმტკიცება მნიშვნელოვანია - დავითაშვილი

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2023
გამოწერა
საქართველოსთვის რეგიონის ქვეყნები ძალზე მნიშვნელოვანი ალტერნატიული ბაზარია ტრადიციულ ბაზრებთან შედარებით, განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. კატარის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით და პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისთვის, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
კატარში მესამედ ჩატარდა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, სადაც საქართველო უმაღლეს დონეზე მონაწილეობდა.

„ჩვენი რეგულარული მონაწილეობა კატარის ეკონომიკურ ფორუმში ძალიან მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების კუთხით და იმ პერსპექტივების კუთხით, რომლებიც რეგიონის ქვეყნებს გააჩნიათ, როგორც ინვესტორებს, როგორც კარგ სავაჭრო პარტნიორებს", – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, შეთანხმებები ვაჭრობის შესახებ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ქართული ეკონომიკისთვის, ქართული ბიზნესისთვის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით ახალ პერსპექტივებს შექმნის.
საქართველო ამ ქვეყნებთან თანამშრომლობას აპირებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ტრასპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და ციფრული განვითარების, ვაჭრობის სფეროებში.
საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრი ხალიდ ალფაილი და ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2023
თბილისში საქართველოსა და საუდის არაბეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება
„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ალტერნატიული ბაზარია ტრადიციულ ბაზრებთან შედარებით. ასე რომ, ვფიქრობთ, ეკონომიკური თვალსაზრისით ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და სტიმულს აძლევს სხვადასხვა დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს", – განაცხადა დავითაშვილმა.
ფორუმი კატარის ამირის პატრონაჟით და სააგენტო Bloomberg-ის ორგანიზებით ტარდება. ფორუმში 40 ქვეყნის ლიდერები და მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციები მონაწილეობენ.
ყველა ახალი ამბავი
0