https://sputnik-georgia.com/20230525/qartuli-diasporis-dre-sagareo-uwyeba-yovelwliur-forums-gamartavs-278012522.html
ქართული დიასპორის დღე - საგარეო უწყება ყოველწლიურ ფორუმს გამართავს
ქართული დიასპორის დღე - საგარეო უწყება ყოველწლიურ ფორუმს გამართავს
Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის ინიციატივების მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით საგრანტო პროგრამებს ატარებს. 25.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-25T16:39+0400
2023-05-25T16:39+0400
2023-05-25T20:40+0400
ქართული დიასპორა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/79/234327994_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_11f6bb3010812318a11d17ecef82f11d.jpg
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში 27 მაისს გაიმართება ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის", იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური. ქართული დიასპორის დღე 2008 წლიდან დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მეორე დღეს აღინიშნება. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გახსნის. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი თანამდებობის პირები, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ფორუმის ოფიციალური გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ მონაწილეები მუშობას გააგრძელებენ რამდენიმე თემატურ ჯგუფში: განათლება და კულტურა – „ეროვნული იდენტობა ქართულ დიასპორაში"; ბიზნესი და ეკონომიკა – „ქართული დიასპორა რეგიონული განვითარებისთვის" და „ახალგაზრდობა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები". დიასპორა საქართველოს განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს - პარლამენტის ინიციატივა>>ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის მიმართ არსებული სტრატეგიისა და პროგრამების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას. საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სამ საგრანტო პროგრამას: „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა", „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა" და „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი". ღონისძიების ფარგლებში აღნიშნულ საგრანტო პროგრამებში გამარჯვებულებს წარადგენენ. ღონისძიება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ჩატარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/79/234327994_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_73dffe62b12f2cfd686962b285d50390.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული დიასპორა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ქართული დიასპორა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ქართული დიასპორის დღე - საგარეო უწყება ყოველწლიურ ფორუმს გამართავს
16:39 25.05.2023 (განახლებულია: 20:40 25.05.2023) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის ინიციატივების მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით საგრანტო პროგრამებს ატარებს.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში 27 მაისს გაიმართება ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის", იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
ქართული დიასპორის დღე 2008 წლიდან დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მეორე დღეს აღინიშნება.
ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გახსნის. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი თანამდებობის პირები, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ფორუმის ოფიციალური გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ მონაწილეები მუშობას გააგრძელებენ რამდენიმე თემატურ ჯგუფში: განათლება და კულტურა – „ეროვნული იდენტობა ქართულ დიასპორაში"; ბიზნესი და ეკონომიკა – „ქართული დიასპორა რეგიონული განვითარებისთვის" და „ახალგაზრდობა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები".
ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის მიმართ არსებული სტრატეგიისა და პროგრამების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სამ საგრანტო პროგრამას: „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა", „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა" და „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი". ღონისძიების ფარგლებში აღნიშნულ საგრანტო პროგრამებში გამარჯვებულებს წარადგენენ.
ღონისძიება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ჩატარდება.