https://sputnik-georgia.com/20230517/diaspora-saqartvelos-ganvitarebasi-aqtiurad-caertveba-277744291.html
დიასპორა საქართველოს განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს - პარლამენტის ინიციატივა
დიასპორა საქართველოს განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს - პარლამენტის ინიციატივა
Sputnik საქართველო
თემატური კვლევები დიასპორის საკითხებში მაღალი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდება. 17.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-17T09:47+0400
2023-05-17T09:47+0400
2023-05-17T14:53+0400
საქართველოს პარლამენტი
ქართული დიასპორა
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275807137_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_423b211228b79793150a4f09494471b0.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი იწყებს თემატურ გამოკვლევას, რომელიც ქვეყნის განვითარებაში ქართული დიასპორის ჩართვას შეუწყობს ხელს, იუწყება საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახური. კვლევის თემაა დიასპორის ჩართვა საქართველოს განვითარებაში, დიასპორის კაპიტალის მოზიდვა. მისი თქმით, თემატური მოკვლევა მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტების ჩართვით ჩატარდება. თემატური მოკვლევის პროცესში საპარლამენტო კომიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს სხვადასხვა დარგობრივ უწყებასთან, რომელთა შორისაა საგარეო საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ილია მეორე დიასპორას: სამშობლოს თქვენ უყვარხართ>>საერთაშორისო ექსპერტები უკვე მუშაობენ ანალიტიკურ დოკუმენტზე, სადაც განხილული იქნება მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით ზოგადი სიტუაცია საქართველოში, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკა და სტრატეგია დიასპორასთან მიმართებით. 2023 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ქვეყნიდან 2022 წელს გავიდა საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 54.405 ადამიანი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275807137_236:0:2967:2048_1920x0_80_0_0_8b7e1bd0a02de39608458bf040362f49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, ქართული დიასპორა, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი, ქართული დიასპორა, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, პოლიტიკა
დიასპორა საქართველოს განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს - პარლამენტის ინიციატივა
09:47 17.05.2023 (განახლებულია: 14:53 17.05.2023) თემატური კვლევები დიასპორის საკითხებში მაღალი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდება.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი იწყებს თემატურ გამოკვლევას, რომელიც ქვეყნის განვითარებაში ქართული დიასპორის ჩართვას შეუწყობს ხელს, იუწყება საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახური.
კვლევის თემაა დიასპორის ჩართვა საქართველოს განვითარებაში, დიასპორის კაპიტალის მოზიდვა.
„მიმდინარე მიგრაციული პროცესების ანალიზისა და ქვეყნის განვითარების საქმეში ქართული დიასპორის აქტიური ჩართვის მიზნით, კომიტეტმა გაითვალისწინა საზოგადოების მაღალი ჩართულობა და საჯარო ინტერესი და მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილ საკითხზე თემატური მოკვლევის ჩატარება", – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ.
მისი თქმით, თემატური მოკვლევა მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტების ჩართვით ჩატარდება.
თემატური მოკვლევის პროცესში საპარლამენტო კომიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს სხვადასხვა დარგობრივ უწყებასთან, რომელთა შორისაა საგარეო საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
საერთაშორისო ექსპერტები უკვე მუშაობენ ანალიტიკურ დოკუმენტზე, სადაც განხილული იქნება მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით ზოგადი სიტუაცია საქართველოში, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკა და სტრატეგია დიასპორასთან მიმართებით.
2023 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ქვეყნიდან 2022 წელს გავიდა საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 54.405 ადამიანი.