https://sputnik-georgia.com/20230525/ceskom-2023-wlis-sualeduri-arcevnebis-angarisi-waradgina-277997693.html
ცესკომ 2023 წლის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ანგარიში წარადგინა
ცესკომ 2023 წლის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ანგარიში წარადგინა
Sputnik საქართველო
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა სრულად ჩატარდეს ელექტრონული კენჭისყრის ახალი სისტემით 25.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-25T00:07+0400
2023-05-25T00:07+0400
2023-05-25T00:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ცესკო
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129827_0:63:1280:783_1920x0_80_0_0_ce728de6f3e740dbdbb7f829079d0a7f.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 29 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური, ასევე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნების ანგარიში წარუდგინა და ცესკოს სიახლეები გააცნო.შუალედური არჩევნები საქართველოში 29 აპრილს, ძირითადად ელექტრონული კენჭისყრის სისტემით გაიმართა.გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა 29 აპრილის არჩევნებზე მიღებულ გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ეს არჩევნები იყო კარგი შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს მეტად მომზადებული შეხვდეს 2024 წლის პარლამენტის არჩევნებს.ბრწყინვალედ ორგანიზებული, უპრეცედენტო ნდობით - დამკვირვებლებმა არჩევნები შეაფასეს >>2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა სრულად ჩატარდეს ელექტრონული კენჭისყრის სისტემით, რომლის წესებს ცესკო განსაზღვრავს.შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიური ინტერვენციის პროცესში საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე.კალანდარიშვილმა ისაუბრა ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით შექმნილ ახალ ფორმატებზე, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას და ექსპერტულ წრეებს.ხალხმა ყველაფერი თქვა - შალვა პაპუაშვილი შუალედური არჩევნების შედეგებზე >>მისი თქმით, საზოგადოების ინფორმირებულობის შედეგად 2024 წელს არჩევნები საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129827_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_6c0fb9f5fddd68498ba1ad47f0470f9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ცესკო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ცესკომ 2023 წლის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ანგარიში წარადგინა
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა სრულად ჩატარდეს ელექტრონული კენჭისყრის ახალი სისტემით
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 29 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური, ასევე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნების ანგარიში წარუდგინა და ცესკოს სიახლეები გააცნო.
შუალედური არჩევნები საქართველოში 29 აპრილს, ძირითადად ელექტრონული კენჭისყრის სისტემით გაიმართა.
გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა 29 აპრილის არჩევნებზე მიღებულ გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ეს არჩევნები იყო კარგი შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს მეტად მომზადებული შეხვდეს 2024 წლის პარლამენტის არჩევნებს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა სრულად ჩატარდეს ელექტრონული კენჭისყრის სისტემით, რომლის წესებს ცესკო განსაზღვრავს.
შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიური ინტერვენციის პროცესში საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე.
კალანდარიშვილმა ისაუბრა ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით შექმნილ ახალ ფორმატებზე, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას და ექსპერტულ წრეებს.
„მიზნობრივ ჯგუფებთან ეტაპობრივი და უწყვეტი კომუნიკაცია, მათ შორის ორმხრივი კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის ეფექტიანი აღსრულებისთვის, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოების ინფორმირებულობის შედეგად 2024 წელს არჩევნები საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით გაიმართება.