https://sputnik-georgia.com/20230501/damkvirveblebma-saqartvelosi-arcevnebi-seafases-277230039.html
ბრწყინვალედ ორგანიზებული, უპრეცედენტო ნდობით - დამკვირვებლებმა არჩევნები შეაფასეს
ბრწყინვალედ ორგანიზებული, უპრეცედენტო ნდობით - დამკვირვებლებმა არჩევნები შეაფასეს
Sputnik საქართველო
არჩევნები 90%-ზე მეტ საარჩევნო უბანზე ელექტრონული კენჭისყრის რეჟიმში ჩატარდა. 01.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-01T15:21+0400
2023-05-01T15:21+0400
2023-05-01T20:50+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
ცესკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/01/277227090_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_f75e06b7b9b7237258c24b51a7816c1b.jpg
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებს ბრწყინვალე ორგანიზება გაუკეთა, საქართველომ ჩააბარა გამოცდა ელექტრონული სისტემით კენჭისყრაში, განაცხადა ბოსნია-ჰერცეგოვინას ცესკოს ხელმძღვანელმა სუად არნაუტოვიჩმა, რომელიც საქართველოში არჩევნებს აკვირდებოდა. 29 აპრილს საქართველოში შუალედური საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები შაბათს გაიხსნა. ამომრჩეველმა ხმა მისცა 164 საარჩევნო უბანზე. არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა. ამავდროულად, ისტორიაში პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა ფართო მასშტაბით იყო გამოყენებული. „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა არჩევნებისთვის მზადების პერიოდში. ცესკომ, მისმა თავმჯდომარემ გუნდთან ერთად ბრწყინვალედ გაუწია ორგანიზება ამ არჩევნებს. ჩვენ დავაკვირდით ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოში და ეს იყო დიდი გამოწვევა თქვენთვის. მინდა აღვნიშნო, რომ წარმატებით გაიარეთ ეს დიდი გამოცდა", - განაცხადა არნაუტოვიჩმა. არჩევნებს 29 აპრილს საქართველოში 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა. თავის მხრივ, ალბანეთის ცესკოს წარმომადგენელმა ერტონ სინანმა აღნიშნა, რომ ამომრჩევლის ნდობა არჩევნების პროცესისადმი უპრეცედენტოდ მაღალი იყო. „არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ამომრჩეველთა დამოკიდებულება არჩევნებთან დაკავშირებით და თუ შევხედავთ ციფრებს ამომრჩეველთა ნდობის თვალსაზრისით, ის ძალიან მაღალია. ელექტრონულმა ტექნოლოგიამ თავისი შედეგები მოიტანა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია სწორ გზაზე დგას იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას პროგრესი", – განაცხადა სინანმა. ლოს-ანჯელესის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელმა დინ ლოგანმა განაცხადა, რომ ამ არჩევნებზე წარმოდგენილი საპილოტო პროექტი წარმატებული გახდა. „კომისიამ შეძლო ტექნოლოგიების გამოყენება შედეგების დაჯამების დასაჩქარებლად. ასევე უზრუნველყოფილი იყო თავისუფალი, ღია და სამართლიანი გარემო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", – განაცხადა ლოგანმა. ამავე დროს, საერთაშორისო დამკვირვებელმა ჯონ ჰოლინსმა განაცხადა, რომ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის ეფექტურობა, რომელიც დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე ნახეს.ცესკომ შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა>>„ჩვენ ვნახეთ ტემპი, როგორ ხდებოდა ხმის მიცემა, როგორ ხდებოდა, მაგალითად, მარკირება და რამდენად სწრაფად მოხდა წინასწარი შედეგების გამოქვეყნება. ამ არჩევნების გამოცდილება არის პოზიტიური დასაწყისი, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოემზადოს 2024 წლის არჩევნებისთვის", – განაცხადა ჰოლინსმა. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ჰერმინე არუთუნიანმა აღნიშნა ცესკოს, კომისიის თავმჯდომარეებისა და სხვა თანამშრომლების აქტიური მუშაობა მოსახლეობის ინფორმირებულობის თვალსაზრისით. მისი თქმით, ამ კამპანიამ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. „ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რამდენად ინფორმირებული იყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიების თანამშრომლები ყველა პროცესზე და ასევე კარგად იყვნენ ინფორმირებული ამომრჩევლები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ზოგადად ახალი ტექნოლოგიების გამოყენება გააძლიერებს საზოგადოების ნდობას არჩევნებისადმი. შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ეს ფართომასშტაბიანი საპილოტო პროგრამა წარმატებული იყო", – განაცხადა არუთუნიანმა. შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ამომრჩევლებმა აირჩიეს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ფოთი-სენაკი-ხობიდან, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატები, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერები. 117 საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონულად გაიმართა, სადაც ამომრჩევლები ბიულეტენზე არჩეული კანდიდატის გადასწვრივ წრეს ავსებდნენ. დანარჩენ უბნებზე კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში წარიმართა და იქ ამომრჩევლებს არჩეული კანდიდატის ნომერი უნდა შემოეხაზათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/01/277227090_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_18a5f6d0183f37b392a03e434ae61c9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, ცესკო
პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, ცესკო
ბრწყინვალედ ორგანიზებული, უპრეცედენტო ნდობით - დამკვირვებლებმა არჩევნები შეაფასეს
15:21 01.05.2023 (განახლებულია: 20:50 01.05.2023) არჩევნები 90%-ზე მეტ საარჩევნო უბანზე ელექტრონული კენჭისყრის რეჟიმში ჩატარდა.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებს ბრწყინვალე ორგანიზება გაუკეთა, საქართველომ ჩააბარა გამოცდა ელექტრონული სისტემით კენჭისყრაში, განაცხადა ბოსნია-ჰერცეგოვინას ცესკოს ხელმძღვანელმა სუად არნაუტოვიჩმა, რომელიც საქართველოში არჩევნებს აკვირდებოდა.
29 აპრილს საქართველოში შუალედური საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები შაბათს გაიხსნა. ამომრჩეველმა ხმა მისცა 164 საარჩევნო უბანზე. არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა. ამავდროულად, ისტორიაში პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა ფართო მასშტაბით იყო გამოყენებული.
„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა არჩევნებისთვის მზადების პერიოდში. ცესკომ, მისმა თავმჯდომარემ გუნდთან ერთად ბრწყინვალედ გაუწია ორგანიზება ამ არჩევნებს. ჩვენ დავაკვირდით ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოში და ეს იყო დიდი გამოწვევა თქვენთვის. მინდა აღვნიშნო, რომ წარმატებით გაიარეთ ეს დიდი გამოცდა", - განაცხადა არნაუტოვიჩმა.
არჩევნებს 29 აპრილს საქართველოში 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა.
„ყველაფერმა კარგად იმუშავა საარჩევნო პროცესის დაწყებიდან დასრულებამდე და ჩაიარა ეფექტურად. დასკვნის სახით გეტყვით, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს არჩევნები შევაფასოთ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, სადაც დაცული იყო ხმის მიცემის ფარულობა", – აღნიშნა არნაუტოვიჩმა.
თავის მხრივ, ალბანეთის ცესკოს წარმომადგენელმა ერტონ სინანმა აღნიშნა, რომ ამომრჩევლის ნდობა არჩევნების პროცესისადმი უპრეცედენტოდ მაღალი იყო.
„არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ამომრჩეველთა დამოკიდებულება არჩევნებთან დაკავშირებით და თუ შევხედავთ ციფრებს ამომრჩეველთა ნდობის თვალსაზრისით, ის ძალიან მაღალია. ელექტრონულმა ტექნოლოგიამ თავისი შედეგები მოიტანა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია სწორ გზაზე დგას იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას პროგრესი", – განაცხადა სინანმა.
ლოს-ანჯელესის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელმა დინ ლოგანმა განაცხადა, რომ ამ არჩევნებზე წარმოდგენილი საპილოტო პროექტი წარმატებული გახდა.
„კომისიამ შეძლო ტექნოლოგიების გამოყენება შედეგების დაჯამების დასაჩქარებლად. ასევე უზრუნველყოფილი იყო თავისუფალი, ღია და სამართლიანი გარემო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", – განაცხადა ლოგანმა.
ამავე დროს, საერთაშორისო დამკვირვებელმა ჯონ ჰოლინსმა განაცხადა, რომ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის ეფექტურობა, რომელიც დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე ნახეს.
„ჩვენ ვნახეთ ტემპი, როგორ ხდებოდა ხმის მიცემა, როგორ ხდებოდა, მაგალითად, მარკირება და რამდენად სწრაფად მოხდა წინასწარი შედეგების გამოქვეყნება. ამ არჩევნების გამოცდილება არის პოზიტიური დასაწყისი, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოემზადოს 2024 წლის არჩევნებისთვის", – განაცხადა ჰოლინსმა.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ჰერმინე არუთუნიანმა აღნიშნა ცესკოს, კომისიის თავმჯდომარეებისა და სხვა თანამშრომლების აქტიური მუშაობა მოსახლეობის ინფორმირებულობის თვალსაზრისით. მისი თქმით, ამ კამპანიამ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
„ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რამდენად ინფორმირებული იყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიების თანამშრომლები ყველა პროცესზე და ასევე კარგად იყვნენ ინფორმირებული ამომრჩევლები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ზოგადად ახალი ტექნოლოგიების გამოყენება გააძლიერებს საზოგადოების ნდობას არჩევნებისადმი. შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ეს ფართომასშტაბიანი საპილოტო პროგრამა წარმატებული იყო", – განაცხადა არუთუნიანმა.
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ამომრჩევლებმა აირჩიეს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ფოთი-სენაკი-ხობიდან, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატები, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერები.
117 საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონულად გაიმართა, სადაც ამომრჩევლები ბიულეტენზე არჩეული კანდიდატის გადასწვრივ წრეს ავსებდნენ. დანარჩენ უბნებზე კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში წარიმართა და იქ ამომრჩევლებს არჩეული კანდიდატის ნომერი უნდა შემოეხაზათ.