საქართველოდან ინფორმაციის საფუძველზე: ბელგიის პორტში უპრეცედენტო ოდენობით ჰეროინი ამოიღეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიციის შენობა
საპატრულო პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2023
გამოწერა
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ბელგიის პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის წყალობით ანტვერპენის პორტში უპრეცედენტო რაოდენობით ჰეროინი ამოიღო – 1.660 კილოგრამი, განაცხადა საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე.
ნარკოტიკების მსხვილი პარტია ორ ეტაპად ამოიღეს, აღნიშნა მან.
კუპატაძის თქმით, შსს აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„თანამშრომლობის ნათელი მაგალითია გასულ თვეში ჩატარებული ერთობლივი საპოლიციო ღონისძიება ბელგიელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად", – განაცხადა კუპატაძემ.

ამ დღეებში ფოთის პორტში სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქის სატვირთო მანქანაში 80 კგ-მდე ჰეროინი აღმოაჩინეს – 62 წლის ბრალდებული ნარკოტიკების ევროპაში გადატანას აპირებდა საქართველოსა და სომხეთის გავლით.
ყველა ახალი ამბავი
0