https://sputnik-georgia.com/20230524/zafer-qilicdarorlus-dauwers-mxars-277976503.html
13 მლნ მიგრანტის გაძევების პირობით: პარტია Zafer მეორე ტურში ქილიჩდაროღლუს დაუჭერს მხარს
13 მლნ მიგრანტის გაძევების პირობით: პარტია Zafer მეორე ტურში ქილიჩდაროღლუს დაუჭერს მხარს
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თურქეთის ნაციონალისტური პარტია Zafer („გამარჯვების პარტია“) საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქემალ ქილიჩდაროღლუს დაუჭერს მხარს... 24.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-24T17:21+0400
2023-05-24T17:21+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/18/277976018_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_d8341bdc661c83cd114daa864723ed1a.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თურქეთის ნაციონალისტური პარტია Zafer („გამარჯვების პარტია“) საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქემალ ქილიჩდაროღლუს დაუჭერს მხარს, იუწყება სააგენტო Haber Turk.აღნიშნულის თაობაზე Zafer-ის თავმჯდომარემ იუმით ოზდაგმა განაცხადა ქილიჩდაროუღლუსთან პარტიის შტაბ-ბინაში შეხვედრის შემდეგ, რომელიც დაახლოებით 50 წუთი გრძელდებოდა.გამოცემის ცნობით, ქილიჩდაროუღლუ დაჰპირდა ოზდაგს, რომ გამარჯვების შემთხვევაში თურქეთიდან ერთ წელიწადში ყველა არალეგალ მიგრანტსა და ლტოლვილს გააძევებს, რაც „გამარჯვების პარტიაში“ ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიაჩნიათ.მისი თქმით, სწორედ ეს მილიონობით არალეგალი მიგრანტი და ლტოლვილია იმის მიზეზი, რომ ქვეყნის მოქალაქეები სამსახურს ვერ შოულობენ, იჯარის გადასახადები განუწყვეტლივ იზრდება, ხოლო ქუჩებში უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელი გახდა.აღსანიშნავია, რომ მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ უარყო ქილჩდაროღლუს განცხადება, რომ ქვეყანაში 10 მილიონი სირიელი ლტოლვილი იმყოფება. მისი თქმით, დღეისათვის ასეთთა რაოდენობა მხოლოდ 5 მილიონს შეადგენს.წყარო: Haber Turk
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/18/277976018_108:0:2839:2048_1920x0_80_0_0_3827e1b8f199407693d149a7a81270d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
13 მლნ მიგრანტის გაძევების პირობით: პარტია Zafer მეორე ტურში ქილიჩდაროღლუს დაუჭერს მხარს
17:21 24.05.2023 (განახლებულია: 15:51 20.07.2023) თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თურქეთის ნაციონალისტური პარტია Zafer („გამარჯვების პარტია“) საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქემალ ქილიჩდაროღლუს დაუჭერს მხარს, იუწყება სააგენტო Haber Turk.
აღნიშნულის თაობაზე Zafer-ის თავმჯდომარემ იუმით ოზდაგმა განაცხადა ქილიჩდაროუღლუსთან პარტიის შტაბ-ბინაში შეხვედრის შემდეგ, რომელიც დაახლოებით 50 წუთი გრძელდებოდა.
გამოცემის ცნობით, ქილიჩდაროუღლუ დაჰპირდა ოზდაგს, რომ გამარჯვების შემთხვევაში თურქეთიდან ერთ წელიწადში ყველა არალეგალ მიგრანტსა და ლტოლვილს გააძევებს, რაც „გამარჯვების პარტიაში“ ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიაჩნიათ.
„თურქეთისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემა 13 მილიონი ლტოლვილისა და მიგრანტის უკან გაბრუნებაა. თურქეთი ვერ დაძლევს ეკონომიკურ პრობლემებს, თუ ამ 13 მილიონ კაცს თავთავიანთ სამშობლოში არ გავაბრუნებთ და არ აღვკვეთთ ახალი მიგრანტების შემოსვლას. ჩვენ ვერ დავძლევთ სიღარიბეს, თუ მათ შენახვაზე 11 მილიარდ დოლარს დავხარჯავთ. <...> ქვეყანა ვერ გადაიყვანს თავის ეკონომიკასა და უსაფრთხოებას სწორ კალაპოტში ამ 13 მილიონი ლტოლვილით“, — განაცხადა ოზდაგმა.
მისი თქმით, სწორედ ეს მილიონობით არალეგალი მიგრანტი და ლტოლვილია იმის მიზეზი, რომ ქვეყნის მოქალაქეები სამსახურს ვერ შოულობენ, იჯარის გადასახადები განუწყვეტლივ იზრდება, ხოლო ქუჩებში უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელი გახდა.
„პირველი ტურის შემდეგ <...> ბატონ ქემალს შევხვდით, მან გვითხრა, რომ ლტოლვილები უკან უნდა გაბრუნდნენ და ჩვენ დავეთანხმეთ მას. „გამარჯვების პარტიამ“ გადაწყვიტა, მეორე ტურში მტკიცედ დაუჭიროს მხარი ბატონ ქილიჩდაროღლუს. მოვუწოდებ ამომრჩევლებს: თუ გსურთ შვილებს დედებისა და მამებისგან მიღებული თურქეთი გადასცეთ, თუ გსურთ არ ინერვიულოთ, როდესაც თქვენი შვილები ქუჩაში გადიან, მხარი დაუჭირეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც 13 მილიონ ლტოლვილს უკან გააბრუნებენ. ხმა მიეცით ქილიჩდაროღლუს“, — მოუწოდა ოზდაგმა თურქ ამომრჩევლებს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ უარყო ქილჩდაროღლუს განცხადება, რომ ქვეყანაში 10 მილიონი სირიელი ლტოლვილი იმყოფება. მისი თქმით, დღეისათვის ასეთთა რაოდენობა მხოლოდ 5 მილიონს შეადგენს.