https://sputnik-georgia.com/20230524/raribasvili-miesalmeba-cinetis-pozicias-ukrainastan-dakavsirebit-277968540.html
საქართველოს პრემიერი მიესალმება ჩინეთის პოზიციას უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერი მიესალმება ჩინეთის პოზიციას უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად კატარში ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. 24.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-24T12:56+0400
2023-05-24T12:56+0400
2023-05-24T17:04+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ჩინეთი
კონფლიქტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261703982_0:105:1280:826_1920x0_80_0_0_567c1671650e59f937fb1a6283c87ba6.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება ჩინეთის პოზიციას – შეასრულოს შუამავლის როლი რუსეთსა და უკრაინას შორის. ღარიბაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად კატარში ყოველწლიურ მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. პრემიერის თქმით, ის „მშვიდობის ადამიანია" და სჯერა სტაბილურობისა და მოლაპარაკებების. საქართველომ და კატარმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წელს დაამყარეს. 2012 წლის ნოემბერში კატარში გაიხსნა საქართველოს საელჩო, ხოლო 2013 წლის აგვისტოში საქართველოში – კატარის დიპლომატიური წარმომადგენლობა. ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა 2022 წელს 71,6%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 5,9 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთმა ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ესაა უკრაინის "დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია" და რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261703982_346:125:1152:729_1920x0_80_0_0_640bd8b0055def3ac0ae0ed37b34b4fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ჩინეთი, კონფლიქტები
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ჩინეთი, კონფლიქტები
საქართველოს პრემიერი მიესალმება ჩინეთის პოზიციას უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით
12:56 24.05.2023 (განახლებულია: 17:04 24.05.2023) ღარიბაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად კატარში ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება ჩინეთის პოზიციას – შეასრულოს შუამავლის როლი რუსეთსა და უკრაინას შორის.
ღარიბაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად კატარში ყოველწლიურ მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
„ჩინეთი ამ კრიზისის განმავლობაში ცდილობს მედიაციას უკრაინასა და რუსეთს შორის. მგონი, ძალიან ჭკვიანური მიდგომაა. ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნისგან, ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ, მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს ქვეყნებს და გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ის „მშვიდობის ადამიანია" და სჯერა სტაბილურობისა და მოლაპარაკებების.
საქართველომ და კატარმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წელს დაამყარეს. 2012 წლის ნოემბერში კატარში გაიხსნა საქართველოს საელჩო, ხოლო 2013 წლის აგვისტოში საქართველოში – კატარის დიპლომატიური წარმომადგენლობა.
ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა 2022 წელს 71,6%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 5,9 მლნ დოლარი შეადგინა.
რუსეთმა ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ესაა უკრაინის "დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია" და რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.