მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერდოღანი რუსეთისა და პუტინისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს

© AP Photo / Manu Fernandez
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2023
გამოწერა
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ანკარა არ დაუჭერს მხარს დასავლეთის ქვეყნებს რუსეთისა და მისი პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სივასის პროვინციაში გამართულ მიტინგზე.
ასე უპასუხა ერდოღანმა პრეზიდენტობის კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს განცხადებას, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას აპირებს.
თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან პოზიტიურ კონტაქტებს ინარჩუნებს.

„ბატონი ქემალი [ქილიჩდაროღლუ] უკმაყოფილოა, რომ მე კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებ ბატონ პუტინთან. ის ამბობს: „მე დავემორჩილები დასავლეთის ბრძანებებს, მე დავუწესებ პუტინს სანქციებს“. თქვენ აბსოლუტურად არ გესმით პოლიტიკა, ბატონო ქემალ“, — თქვა თურქეთის ლიდერმა.

ერდოღანის განმარტებით, სწორედ ვლადიმირ პუტინთან ამგვარი ურთიერთობის წყალობით ახერხებს ანკარა, შუამავლის როლი შეასრულოს რუსეთსა და უკრაინას შორის.
ამასთან თურქეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი კვლავაც შეინარჩუნებს პოზიტიურ დამოკიდებულებას რუსეთის, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების, ასევე ჩინეთის მიმართ.
წყარო: Anadolu
ყველა ახალი ამბავი
0