https://sputnik-georgia.com/20230523/welt-bruno-kali-putinis-sistemasi-bzarebs-ver-xedavs-277928800.html
Welt: გერმანიის დაზვერვის შეფი პუტინის სისტემაში ბზარებს ვერ ხედავს
Welt: გერმანიის დაზვერვის შეფი პუტინის სისტემაში ბზარებს ვერ ხედავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელი ბრუნო კალი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან 15 თვის შემდეგაც კი... 23.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-23T13:09+0400
2023-05-23T13:09+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
გერმანია
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259916424_471:199:3004:1624_1920x0_80_0_0_34c7a19add075ae9944b887d9bb84dc6.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელი ბრუნო კალი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან 15 თვის შემდეგაც კი ვერ ხედავს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძალაუფლების დასუსტების ნიშნებს, წერს გერმანული გამოცემა Die Welt.ბრუნო კალის თქმით, რუსეთში საომარი მოქმედებების წარმოების მეთოდების საჯარო კრიტიკა — ეს ჩვეულებრივი უთანხმოებაა და არა რაიმე საფრთხე სისტემისთვის.თუმცა იქვე აღნიშა, რომ მოვლენების ამგვარად განვითარება გამორიცხული არ არის.როგორც გერმანული სპეცსამსახურის შეფი ამბობს, ხანგრძლივ პერსპექტივაში რუსეთს კვლავაც შეუძლია ომის წარმოება ჯარისკაცებისა და შეიარაღების მობილიზებით. შესაბამისად, „საუბარი სისუსტეზე ან იმაზე, რომ რუსეთის ქმედებები შეიძლება დასრულდეს, ვერ იქნება“.კალის თქმით, არსებობს მოწყვლადი ადგილები, მაგალითად, რუსეთის შეიარაღებული ძალების ეფექტურობის თვალსაზრისით, მაგრამ თუ დასავლეთი „ძალიან ორგანიზებულად არ დაუჭერს მხარს უკრაინას და წინააღმდეგობას არ ჩამოაყალიბებს, პუტინის ხანგრძლივ პერსპექტივაზე და მასებზე გათვლილმა სტრატეგიამ შესაძლოა გაიმარჯვოს“.წყარო: Die Welt
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259916424_812:107:2902:1675_1920x0_80_0_0_8ff94e5f821a84cee2fef3fd53d1ba7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გერმანია , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
გერმანია , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელი ბრუნო კალი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან 15 თვის შემდეგაც კი ვერ ხედავს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძალაუფლების დასუსტების ნიშნებს, წერს გერმანული გამოცემა Die Welt.
ბრუნო კალის თქმით, რუსეთში საომარი მოქმედებების წარმოების მეთოდების საჯარო კრიტიკა — ეს ჩვეულებრივი უთანხმოებაა და არა რაიმე საფრთხე სისტემისთვის.
„პუტინის სისტემაში შესამჩნევი ბზარები არ შეინიშნება. მიუხედავად ცალკეული კრიტიკული შენიშვნებისა, მაგალითად, საბრძოლო მასალების მიწოდებებთან დაკავშირებით, იმის ნიშნები, რომ სისტემა ირყევა ან ფეთქდება, არ არსებობს“, — განაცხადა კალმა უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალურ აკადემიაში გამოსვლისას.
თუმცა იქვე აღნიშა, რომ მოვლენების ამგვარად განვითარება გამორიცხული არ არის.
როგორც გერმანული სპეცსამსახურის შეფი ამბობს, ხანგრძლივ პერსპექტივაში რუსეთს კვლავაც შეუძლია ომის წარმოება ჯარისკაცებისა და შეიარაღების მობილიზებით. შესაბამისად, „საუბარი სისუსტეზე ან იმაზე, რომ რუსეთის ქმედებები შეიძლება დასრულდეს, ვერ იქნება“.
კალის თქმით, არსებობს მოწყვლადი ადგილები, მაგალითად, რუსეთის შეიარაღებული ძალების ეფექტურობის თვალსაზრისით, მაგრამ თუ დასავლეთი „ძალიან ორგანიზებულად არ დაუჭერს მხარს უკრაინას და წინააღმდეგობას არ ჩამოაყალიბებს, პუტინის ხანგრძლივ პერსპექტივაზე და მასებზე გათვლილმა სტრატეგიამ შესაძლოა გაიმარჯვოს“.