https://sputnik-georgia.com/20230523/taqsis-mzrolis-mkvlelobis-braldebit-ori-axalgazrda-mamakaci-daakaves-277929467.html
ტაქსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
ტაქსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 23.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-23T14:07+0400
2023-05-23T14:07+0400
2023-08-23T09:04+0400
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
ქართლი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250768655_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_17c9f9e57c002bdc06b5ee0fb27038d3.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 18 და 22 წლის მამაკაცები „ცხელ კვალზე“ დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში 21 მაისს მოხდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები და მათი თანმხლები პირი თბილისიდან მარნეულის მიმართულებით ტაქსით გადაადგილებოდნენ, რა დროსაც ავტომობილის დაუფლების და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ტაქსის მძღოლის, 54 წლის მამაკაცის მოკვლა განიზრახეს. „ბრალდებულებმა მას ავტომანქანა გააჩერებინეს, რის შემდეგაც მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლული მამაკაცის ცხედარი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე დამარხეს", – აღნიშნულია განცხადებაში. ამის შემდეგ ბრალდებულები ამ მანქანით მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე თავიანთ სახლში წავიდნენ და იქვე მოწყობილ საკუთარ ავტოსახელოსნოში აღნიშნული ავტომობილის ნაწილებად დაშლა დაიწყეს კვალის დაფარვის მიზნით. ქვემო ქართლში ტაქსის მძღოლი მოკლეს>>შსს-ს ცნობით, ამავე დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველო
ქართლი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250768655_137:0:2362:1669_1920x0_80_0_0_eb8e4720fd3f8ea128dead51962dc1e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ქართლი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ქართლი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ტაქსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
14:07 23.05.2023 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 18 და 22 წლის მამაკაცები „ცხელ კვალზე“ დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში 21 მაისს მოხდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები და მათი თანმხლები პირი თბილისიდან მარნეულის მიმართულებით ტაქსით გადაადგილებოდნენ, რა დროსაც ავტომობილის დაუფლების და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ტაქსის მძღოლის, 54 წლის მამაკაცის მოკვლა განიზრახეს.
„ბრალდებულებმა მას ავტომანქანა გააჩერებინეს, რის შემდეგაც მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლული მამაკაცის ცხედარი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე დამარხეს", –
აღნიშნულია განცხადებაში.
ამის შემდეგ ბრალდებულები ამ მანქანით მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე თავიანთ სახლში წავიდნენ და იქვე მოწყობილ საკუთარ ავტოსახელოსნოში აღნიშნული ავტომობილის ნაწილებად დაშლა დაიწყეს კვალის დაფარვის მიზნით.
შსს-ს ცნობით, ამავე დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.