საქართველოში ახალი პარტია შეიქმნა - ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ რეაქციები

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტის სხდომა
საქართველოს პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2023
გამოწერა
ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნის თემა სულ უფრო აქტუალური ხდება საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად.
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. ქვეყანაში ახალი პოლიტიკური პარტია „თაობები საქართველოსთვის" გაჩნდა, მისი დამფუძნებელი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი წევრი შოთა შალელაშვილია.
შალელაშვილი აცხადებს, რომ იწყებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს, თუმცა არ გამორიცხავს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას, თუ მისი დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება.
შოთა შალელაშვილმა ახალი პარტია ოფიციალურად 23 მაისს დაარეგისტრირა.

„თუ ის (ივანიშვილი) დაბრუნდება პოლიტიკაში და ჩაუდგება „ქართულ ოცნებას“ სათავეში და „ქართული ოცნება“ მისი ლიდერობით მოიპოვებს პირველ ადგილს, გაიმარჯვებს არჩევნებში, მე მასთან ვითანამშრომლებ“, – განაცხადა შალელაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ის აგრძელებს ქვეყნის მართვას კულისებიდან.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ივანიშვილთან კონსულტაციებს აწარმოებენ გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ ამავე დროს კატეგორიულად უარყვეს მილიარდერის ქვეყნის მართვის პროცესში ჩარევა.

ოპოზიციის რეაქცია

ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი თვლის, რომ ახალი პარტიის შექმნა ბუტაფორიაა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ნებისმიერ ფასად ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას და ქმნის „მრავალხმოვანი“ ძალაუფლების განცდას.

„შალელაშვილის გვარი საქართველოში რამდენმა ადამიანმა იცის – არ ვიცი, აქამდე ეს ადამიანი არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და რითი დაამახსოვრა საზოგადოებას თავი, რთული გასახსენებელია. ამიტომ ასეთი ყალბი, ბუტაფორული პროცესები, არ მგონია, რომ მაინცდამაინც დაეხმაროთ ხელისუფლების შენარჩუნებაში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანა ნაცვლიშვილმა.

„ქართული ოცნების“ პასუხი

იმავდროულად, მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ სატელიტური პარტიების შექმნა არ სჭირდება. ამასთან, უმრავლესობის დეპუტატის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ყველას აქვს უფლება ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში.
პაპუაშვილი: საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის პირობების 80% შეასრულა >>
„ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება სატელიტი პარტიები, თანაც საქართველოს აქვს ძალიან კარგი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში და ყველას, ვისაც სურს პოლიტიკაში ყოფნა, რა თქმა უნდა, თუ ეს შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ამის უფლება აქვს, აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გააქტიურება არჩევნების წინ

ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება ქვეყანაში 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად.
მანამდე საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ.
მისი თქმით, ახალი პარტიის გუნდს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ჩამოაყალიბებს.
ახალი პარტიის შექმნა და მასთან თანამშრომლობა არ გამორიცხა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემაც, რომელმაც მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვა. მას მიაჩნია, რომ ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი უნდა შეიცვალოს.
იმავდროულად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოპულარობით რიგით მეორე პარტიის სტატუსს ინარჩუნებს, თუმცა მას და მმართველ პარტიას შორის დიდი სხვაობაა.
ყველა ახალი ამბავი
0