https://sputnik-georgia.com/20230523/ra-gavaketot-cutyvavilit-inficirebis-dros-eqimis-rcevebi-277957002.html
რა გავაკეთოთ ჩუტყვავილით ინფიცირების დროს: ექიმის რჩევები
რა გავაკეთოთ ჩუტყვავილით ინფიცირების დროს: ექიმის რჩევები
Sputnik საქართველო
ჩუტყვავილა ინფექციური დაავადებაა, რომელიც იშვიათად იწვევს გართულებებს და არ საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას, ამბობს ექიმი 23.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-23T22:59+0400
2023-05-23T22:59+0400
2023-08-17T10:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251849_0:120:3068:1847_1920x0_80_0_0_c14664f50f8f34c7fe9dac80b59de594.jpg
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. 3-5 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა, საკვებზე და სასმელზე უარის თქმა, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება - ეს ის სიმპტომებია, რა დროსაც ჩუტყვავილით დაავადებული ბავშვი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ საავადმყოფოში, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში გორში ოთხი წლის ბიჭუნა ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა.ჩუტყვავილით ინფიცირებულები, რომლებსაც ეწყებათ გართულებები, მათ შორის მეორადი ბაქტერიული ინფექცია, მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადიოდნენ, აღნიშნა სპეციალისტმა.ჩხაიძის თქმით, ჩუტყვავილით ინფიცირებისას გართულებები საკმაოდ იშვიათია.ექიმი ურჩევს ჩუტყვავილით ინფიცირებული ბავშვების მშობლებს, არ გაიყვანონ ისინი გარეთ, მისცენ საკმარისი რაოდენობით სითხე, დაიცვან ჰიგიენის ყველა სტანდარტი და იქონიონ სიცხის დამწევი საშუალებები.რატომ არაა ჩუტყვავილას ვაქცინაცია საქართველოში აცრების ეროვნულ კალენდარში >>ჩხაიძის თქმით, ამერიკის პედიატრიის აკადემია საერთოდ არ ურჩევს 13 წლამდე ასაკის ჩუტყვავილით ინფიცირებული ბავშვებისთვის მედიკამენტების ან ანტივირუსული საშუალებების მიცემას. 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებს უნიშნავენ ანტივირუსულ მედიკამენტებს.„ჩვენს საავადმყოფოში წლის დასაწყისიდან სამ ათასზე მეტი ინფიცირებულიდან გართულება 3-4 შემთხვევაში დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ბავშვები გართულებებით სხვა საავადმყოფოებშიც მოხვდნენ, მაგრამ ზოგადად ჩუტყვავილა მსუბუქად მიმდინარეობს“, - განაცხადა ჩხაიძემ.მისივე თქმით, თუ სამედიცინო ჩარევა დროული იქნება, მაშინ გართულებულ ჩუტყვავილას სერიოზული შედეგები არ მოჰყვება.ექიმების რჩევებიჩუტყვავილა2022 წლის ნოემბრიდან დაიწყო ჩუტყვავილით ინფიცირების შემთხვევების უჩვეულო მატება, თუმცა 2023 წლის მარტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სიტუაცია დასტაბილურდა.ივანე ჩხაიძის განცხადებით, ამ ვირუსულ ინფექციას, ე.წ. ჩუტყვავილას აქვს გარკვეული თავისებურება და ის ციკლურობაში გამოიხატება. ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ 2-5 წელიწადში იზრდება.რატომაა ჩუტყვავილას აფეთქება საქართველოში - ჩხაიძის განმარტება >>ჩუტყვავილას ვაქცინა საქართველოს აცრების ეროვნულ კალენდარში არაა შეტანილი. ქვეყანაში ვაქცინა ყოველთვის არაა ხელმისაწვდომი, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი შეკვეთა იმუნიზაციის ცენტრებში, მისი ღირებულება 200-დან 400 ლარამდე მერყეობს.ჩუტყვავილა არის მწვავე და უაღრესად გადამდები ვირუსული დაავადება. ჩუტყვავილა გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და, იმუნიზაციის პროგრამის არარსებობის შემთხვევაში, შუა ასაკამდე პრაქტიკულად ყველა ადამიანს ემართება.ჩუტყვავილა გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით ან ინფიცირებული პირის დამახასიათებელ დაზიანებებთან პირდაპირი კონტაქტით. კლინიკური ჩუტყვავილის პირველი სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება 10-21 დღიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ და მოიცავს ცხელებას, სისუსტეს, გამონაყარს და დამახასიათებელ ქავილს.ბუშტუკები თანდათან ქერქით იფარება, რომელიც ქრება 7-დან 10 დღემდე ვადაში. ადამიანები გადამდები რჩებიან მანამ, სანამ ყველა დაზიანება არ გაქრება.ჩვეულებრივ, ჩუტყვავილა კეთილთვისებიანად მიმდინარეობს, მაგრამ გართულების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ენცეფალიტი, მიოკარდიტი, პიოდერმია და ლიმფადენიტი.ჩხაიძის თქმით, 100 ათას ინფიცირებულზე ერთი ლეტალური შემთხვევა მოდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251849_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_e97d19725a3158d6db201096ad30d4b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, ექიმის რჩევები
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, ექიმის რჩევები
რა გავაკეთოთ ჩუტყვავილით ინფიცირების დროს: ექიმის რჩევები
22:59 23.05.2023 (განახლებულია: 10:49 17.08.2023) ჩუტყვავილა ინფექციური დაავადებაა, რომელიც იშვიათად იწვევს გართულებებს და არ საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას, ამბობს ექიმი
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. 3-5 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა, საკვებზე და სასმელზე უარის თქმა, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება - ეს ის სიმპტომებია, რა დროსაც ჩუტყვავილით დაავადებული ბავშვი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ საავადმყოფოში, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში გორში ოთხი წლის ბიჭუნა ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა.
ჩუტყვავილით ინფიცირებულები, რომლებსაც ეწყებათ გართულებები, მათ შორის მეორადი ბაქტერიული ინფექცია, მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადიოდნენ, აღნიშნა სპეციალისტმა.
„როდესაც ემატება მეორადი ბაქტერიული ინფექცია, ბავშვი აუცილებლად საავადმყოფოში უნდა გადაიყვანოთ“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ჩხაიძის თქმით, ჩუტყვავილით ინფიცირებისას გართულებები საკმაოდ იშვიათია.
ექიმი ურჩევს ჩუტყვავილით ინფიცირებული ბავშვების მშობლებს, არ გაიყვანონ ისინი გარეთ, მისცენ საკმარისი რაოდენობით სითხე, დაიცვან ჰიგიენის ყველა სტანდარტი და იქონიონ სიცხის დამწევი საშუალებები.
ჩხაიძის თქმით, ამერიკის პედიატრიის აკადემია საერთოდ არ ურჩევს 13 წლამდე ასაკის ჩუტყვავილით ინფიცირებული ბავშვებისთვის მედიკამენტების ან ანტივირუსული საშუალებების მიცემას. 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებს უნიშნავენ ანტივირუსულ მედიკამენტებს.
„ჩვენს საავადმყოფოში წლის დასაწყისიდან სამ ათასზე მეტი ინფიცირებულიდან გართულება 3-4 შემთხვევაში დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ბავშვები გართულებებით სხვა საავადმყოფოებშიც მოხვდნენ, მაგრამ ზოგადად ჩუტყვავილა მსუბუქად მიმდინარეობს“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, თუ სამედიცინო ჩარევა დროული იქნება, მაშინ გართულებულ ჩუტყვავილას სერიოზული შედეგები არ მოჰყვება.
ბავშვებისთვის ფრჩხილების რაც შეიძლება მოკლედ მოჭრა, რათა მათ კანი არ მოიქავონ და მეორადი ინფექცია არ შეიტანონ;
თხევადი ან ნახევრად თხევადი საკვების მიცემა, რათა უხეშმა საკვებმა პირის ღრუში არსებული ბუშტუკები არ დააზიანოს;
აკრძალულია გამონაყარზე ბრილიანტის მწვანის გამოყენება და სიცხის დროს ასპირინის მიცემა ტემპერატურის შესამცირებლად, სიცხის დასაწევად უმჯობესია პარაცეტამოლის გამოყენება;
თუ მაღალი სიცხე 3-4 დღეზე მეტხანს გაგრძელდება, მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
პაციენტებს ყოველდღიურად უნდა გამოუცვალონ ტანსაცმელი და თეთრეული, ის ოთახი, სადაც ინფიცირებული იმყოფება, ყოველდღიურად სველი წესით უნდა დალაგდეს.
2022 წლის ნოემბრიდან დაიწყო ჩუტყვავილით ინფიცირების შემთხვევების უჩვეულო მატება, თუმცა 2023 წლის მარტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სიტუაცია დასტაბილურდა.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, ამ ვირუსულ ინფექციას, ე.წ. ჩუტყვავილას აქვს გარკვეული თავისებურება და ის ციკლურობაში გამოიხატება. ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ 2-5 წელიწადში იზრდება.
ჩუტყვავილას ვაქცინა საქართველოს აცრების ეროვნულ კალენდარში არაა შეტანილი. ქვეყანაში ვაქცინა ყოველთვის არაა ხელმისაწვდომი, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი შეკვეთა იმუნიზაციის ცენტრებში, მისი ღირებულება 200-დან 400 ლარამდე მერყეობს.
ჩუტყვავილა არის მწვავე და უაღრესად გადამდები ვირუსული დაავადება. ჩუტყვავილა გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და, იმუნიზაციის პროგრამის არარსებობის შემთხვევაში, შუა ასაკამდე პრაქტიკულად ყველა ადამიანს ემართება.
ჩუტყვავილა გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით ან ინფიცირებული პირის დამახასიათებელ დაზიანებებთან პირდაპირი კონტაქტით. კლინიკური ჩუტყვავილის პირველი სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება 10-21 დღიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ და მოიცავს ცხელებას, სისუსტეს, გამონაყარს და დამახასიათებელ ქავილს.
ბუშტუკები თანდათან ქერქით იფარება, რომელიც ქრება 7-დან 10 დღემდე ვადაში. ადამიანები გადამდები რჩებიან მანამ, სანამ ყველა დაზიანება არ გაქრება.
ჩვეულებრივ, ჩუტყვავილა კეთილთვისებიანად მიმდინარეობს, მაგრამ გართულების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ენცეფალიტი, მიოკარდიტი, პიოდერმია და ლიმფადენიტი.
ჩხაიძის თქმით, 100 ათას ინფიცირებულზე ერთი ლეტალური შემთხვევა მოდის.