საქართველოს პრემიერმა კატარში შეხვედრები დაიწყო

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი და კატარის ემირი თამიმ ბინ ჰამად ალ თანი
ირაკლი ღარიბაშვილი და კატარის ემირი თამიმ ბინ ჰამად ალ თანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2023
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის სახელმწიფოს ემირთან თამიმ ბინ ჰამად ალ თანთან გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები განიხილა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრემიერი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად კატარში 22 მაისს გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და კატარს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ორივე ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგში პრიორიტეტული მიმართულებაა. მხარეებმა არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა და განმტკიცებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
საქართველომ და კატარმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ეკოლოგიური თანამშრომლობის შესახებ>>>
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება სხვადასხვა სფეროში კატარის ბიზნესმენების მხრიდან ინვესტივიების განხორციელებას.
ემირთან შეხვედრამდე ღარიბაშვილი ეკონომიკური ფორუმის გახსნას დაესწრო, სადაც იგი შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს Bloomberg-ის დამფუძნებელმა მაიკლ ბლუმბერგმა და კატარის შეიხმა მუჰამედ ბინ აბდურაჰმან ბინ ჯასიმ ალ ტანიმ.
ეკონომიკური ფორუმი დოჰაში კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0