https://sputnik-georgia.com/20230523/politico-berbokma-da-siiartom-sexvedraze-icxubes-277925620.html
Politico: ბრიუსელში შეხვედრისას გერმანელმა და უნგრელმა მინისტრებმა იჩხუბეს
Politico: ბრიუსელში შეხვედრისას გერმანელმა და უნგრელმა მინისტრებმა იჩხუბეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს — ანალენა ბერბოკსა და პიტერ სიიარტოს „ჩხუბი მოუვიდათ“ ევროკავშირის საგარეო... 23.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-23T10:14+0400
2023-05-23T10:14+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
გერმანია
უნგრეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/17/276047971_0:155:2342:1473_1920x0_80_0_0_58dde16dc7b74a6520747a53fda732ca.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს — ანალენა ბერბოკსა და პიტერ სიიარტოს „ჩხუბი მოუვიდათ“ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, იუწყება Politico ოთხ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის საგანი იყო უნგრული ბანკი OTP, რომელიც უკრაინამ „ომის სპონსორთა“ სიაში შეიყვანა. ამის გამო უნგრეთი უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდაზე.როგორც გამოცემის წყაროები ამბობენ, შეხვედრაზე სიიარტომ ბანკთან დაკავშირებით ბუდაპეშტის პოზიცია განმარტა, რის შემდეგაც ბერბოკმა „დაუზუსტებელი შეტყობინებების“ ციტირებით განაცხადა, რომ „OTP საერთაშორისო ნორმების დარღვევით აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკსა და დონეცკს და საკრედიტო ხაზები გამოყო რუსი ჯარისკაცებისთვის“.სიიარტომ ბრალდებები თავად ბანკის მიერ გავრცელებული განცხადებით უარყო, რომლის თანახმადაც OTP-ს ხელმძღვანელობა „საჯაროდ გამოხატავს უკრაინისადმი მხარდაჭერას“.მიუხედავად ამისა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რომელსაც ერთ-ერთმა დიპლომატიურმა წყარომ „ცივილიზებული და დისკუსიების ფარგლებში ნორმალური“ უწოდა, მაინც გაგრძელდა, როცა კამათში შვედი და ესტონელი მინისტრები ჩაერივნენ და სიიარტო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაყოვნებაში დაადანაშაულეს.ამასთან რამდენიმე დიპლომატმა და მინისტრმა საჯაროდ გამოხატა უნგრეთით უკმაყოფილება და მოუწოდა ბუდაპეშტს, ერთმანეთისგან გამიჯნოს კიევთან ბანკის გამო უთანხმოება და ევროკავშირის მცდელობა, დაამტკიცოს ახალი სანქციები და უკრაინისადმი დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა.როგორც ცნობილია, უნგრეთი ანტირუსული სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცებასა და 500 მლნ ევროს გამოყოფას ბლოკავს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან. ბუდაპეშტის განცხადებით, ის არ დაუშვებს კიევისთვის ევროპული ტრანშის გამოყოფას მანამ, სანამ ბანკ OTP-ს „ომის სპონსორების“ სიიდან არ ამოიღებენ.წყარო: Politico
გერმანია
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/17/276047971_296:188:2010:1473_1920x0_80_0_0_8413ddf7635678d26d290a7038bc8fe4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გერმანია , უნგრეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
გერმანია , უნგრეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს — ანალენა ბერბოკსა და პიტერ სიიარტოს „ჩხუბი მოუვიდათ“ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, იუწყება Politico ოთხ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის საგანი იყო უნგრული ბანკი OTP, რომელიც უკრაინამ „ომის სპონსორთა“ სიაში შეიყვანა. ამის გამო უნგრეთი უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდაზე.
როგორც გამოცემის წყაროები ამბობენ, შეხვედრაზე სიიარტომ ბანკთან დაკავშირებით ბუდაპეშტის პოზიცია განმარტა, რის შემდეგაც ბერბოკმა „დაუზუსტებელი შეტყობინებების“ ციტირებით განაცხადა, რომ „OTP საერთაშორისო ნორმების დარღვევით აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკსა და დონეცკს და საკრედიტო ხაზები გამოყო რუსი ჯარისკაცებისთვის“.
სიიარტომ ბრალდებები თავად ბანკის მიერ გავრცელებული განცხადებით უარყო, რომლის თანახმადაც OTP-ს ხელმძღვანელობა „საჯაროდ გამოხატავს უკრაინისადმი მხარდაჭერას“.
მიუხედავად ამისა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რომელსაც ერთ-ერთმა დიპლომატიურმა წყარომ „ცივილიზებული და დისკუსიების ფარგლებში ნორმალური“ უწოდა, მაინც გაგრძელდა, როცა კამათში შვედი და ესტონელი მინისტრები ჩაერივნენ და სიიარტო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაყოვნებაში დაადანაშაულეს.
„ეს კამათი ადასტურებს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების მზარდ იმედგაცრუებას უნგრეთის მიმართ, რომელმაც ჯვარი დაუსვა ომის დროის არაერთ ნაბიჯს რუსეთის დასასჯელად და უკრაინის მხარდასაჭერად“, — წერს გამოცემა.
ამასთან რამდენიმე დიპლომატმა და მინისტრმა საჯაროდ გამოხატა უნგრეთით უკმაყოფილება და მოუწოდა ბუდაპეშტს, ერთმანეთისგან გამიჯნოს კიევთან ბანკის გამო უთანხმოება და ევროკავშირის მცდელობა, დაამტკიცოს ახალი სანქციები და უკრაინისადმი დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა.
როგორც ცნობილია, უნგრეთი ანტირუსული სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცებასა და 500 მლნ ევროს გამოყოფას ბლოკავს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან. ბუდაპეშტის განცხადებით, ის არ დაუშვებს კიევისთვის ევროპული ტრანშის გამოყოფას მანამ, სანამ ბანკ OTP-ს „ომის სპონსორების“ სიიდან არ ამოიღებენ.