აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაღუპულთა სახელზე ტაძარი აშენდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2023
გამოწერა
ტაძარი უნდა იყოს საქართველოს ერთიანობის სიმბოლო, აღნიშნეს საპატრიარქოში.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. 1991-1993 და 2008 წლების ომებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად თბილისში, სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ტაძარი აშენდება, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილი ადგილი ჯერ კიდევ 12 წლის წინ აკურთხეს, თუმცა, რიგი მიზეზების გამო მშენებლობის დაწყების პროცესი გაჭიანურდა. ტაძარი უნდა იყოს საქართველოს ერთიანობის სიმბოლო, აღნიშნეს საპატრიარქოში.

„დღეს, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, „აფხაზეთობას“, ხდება ამ ტაძრის საფუძვლის განახლება. ეკლესია ბაზილიკის ტიპისა იქნება ხუთი საკურთხევლით", – ნათქვამია განცხადებაში.

ერთ-ერთი საკურთხეველი იქნება წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის, მეორე – წმინდა ვასილისკოს, მესამე – წმინდა იოანე ოქროპირის, მეოთხე – ქსნის ერისთავების – შალვას, ელიზბარის, ბიძინა ჩოლოყაშვილის და ასევე გაერთიანებული საქართველოს მეფის, წმინდა თამარის სახელობის.
ერთი ისტორია და კულტურა - პრემიერი ქართველ ხალხს „აფხაზეთობას“ ულოცავს>>>
„ღმერთმა დალოცოს აფხაზები, ოსები და სრულიად საქართველო“, – ნათქვამია საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მიმართვაში.
საქართველოში აფხაზეთის დღე – „აფხაზეთობა" 23 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება.
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე (სამხრეთ ოსეთი) კონტროლი1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ დაკარგა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ კი რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0