https://sputnik-georgia.com/20230523/---------277945993.html
„ბურთი ოპოზიციის მხარეზეა“ - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის პირობების შესრულებაზე
„ბურთი ოპოზიციის მხარეზეა“ - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის პირობების შესრულებაზე
Sputnik საქართველო
გასულ კვირაში მმართველმა პარტიამ პარლამენტში ცალკეული ოპოზიციონერების მხარდაჭერით იუსტიციის საბჭოს სამი წევრის – ზურაბ გურასპაშვილის, ტრისტან ბენაშვილისა და... 23.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-23T20:39+0400
2023-05-23T20:39+0400
2023-05-23T22:16+0400
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0d/265958284_0:96:1280:816_1920x0_80_0_0_58439c984cb748193d25ef3dc5418ce2.jpg
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის ერთ-ერთი პირობის შესრულება მომავალ კვირაში მთლიანად ოპოზიციის ხელში იქნება, როცა პარლამენტი განმეორებით უყრის კენჭს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ვაკანტურ ადგილზე წარდგენილ კანდიდატებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს პაპუაშვილის ინიციატივას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი ოთხი კანდიდატურის შესახებ უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციების დაწყებას. გასულ კვირაში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების საჭირო რაოდენობის – 90 ხმის მიღება და საბჭოში ადგილის დაკავება. შედეგად, კენჭისყრა მომდევნო პლენარული კვირისთვის გადაიდო.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ოპოზიციას ამ პროცესისგან გამიჯვნის არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს.„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა. პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.ვნებათაღელვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივიუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების საკოორდინაციო ორგანოა, რომლის მიზანია ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა. 17 მაისამდე საბჭოში კანონით განსაზღვრული 15 ადამიანიდან მხოლოდ 10 იყო, ვინაიდან პარლამენტის მიერ არჩეულ ხუთ პირს უფლებამოსილება უკვე ორი წლის წინ ამოეწურა.გასულ კვირაში მმართველმა პარტიამ პარლამენტში ცალკეული ოპოზიციონერების მხარდაჭერით საბჭოს სამი წევრის – ზურაბ გურასპაშვილის, ტრისტან ბენაშვილისა და გიორგი გზობავას არჩევა შეძლო.იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ ვერ შეივსო: ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდნენ>>>17 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს ოპოზიციიდან ხმა მისცეს ოპოზიციური ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" დეპუტატებმა ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ, ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ. მათ იმავე დღეს დატოვეს ფრაქცია – მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასთან შეთქმულებაში დასდეს ბრალი.არაერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ახალარჩეული წევრები წარმოადგენენ იმ ე.წ. სასამართლო კლანის ნაწილს, რომელზეც ოპოზიცია მრავალი წელია საუბრობს, როგორც მმართველი პარტიის დაკვეთების შემსრულებელ მოსამართლეებზე.იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამჟამად ორი ვაკანტური ადგილია, რომელზეც პრეტენზიას აცხადებენ რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე. საპარლამენტო უმრავლესობას ამჟამად 84 დეპუტატი ჰყავს და კანდიდატების ასარჩევად მას ოპოზიციასთან მოლაპარაკება სჭირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0d/265958284_54:80:1200:940_1920x0_80_0_0_39f17143e9749e619b2f571e5e369809.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
„ბურთი ოპოზიციის მხარეზეა“ - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის პირობების შესრულებაზე
20:39 23.05.2023 (განახლებულია: 22:16 23.05.2023) გასულ კვირაში მმართველმა პარტიამ პარლამენტში ცალკეული ოპოზიციონერების მხარდაჭერით იუსტიციის საბჭოს სამი წევრის – ზურაბ გურასპაშვილის, ტრისტან ბენაშვილისა და გიორგი გზობავას არჩევა შეძლო.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის ერთ-ერთი პირობის შესრულება მომავალ კვირაში მთლიანად ოპოზიციის ხელში იქნება, როცა პარლამენტი განმეორებით უყრის კენჭს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ვაკანტურ ადგილზე წარდგენილ კანდიდატებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს პაპუაშვილის ინიციატივას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი ოთხი კანდიდატურის შესახებ უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციების დაწყებას. გასულ კვირაში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების საჭირო რაოდენობის – 90 ხმის მიღება და საბჭოში ადგილის დაკავება. შედეგად, კენჭისყრა მომდევნო პლენარული კვირისთვის გადაიდო.
„სინამდვილეში საკითხი დგას შემდეგნაირად: მომავალ კვირაში დადგება ის მომენტი, როდესაც სრულად ოპოზიციის ხელში იქნება ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება. ახლა მთელი საზოგადოება, მათ შორის ევროპაც შეხედავს ოპოზიციას. მათ ხელშია ბურთიცა და მოედანიც“, – აღნიშნა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„რეკომენდაციების ამ ნაწილის შესრულება (დეპოლარიზაციის) მათ ხელშია. ვნახოთ, რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ ნაწილის შესრულებას. ოთხი კანდიდატია, თქვან რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ამ კანდიდატებში და მიიღონ გადაწყვეტილება", – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ოპოზიციას ამ პროცესისგან გამიჯვნის არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა. პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
ვნებათაღელვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების საკოორდინაციო ორგანოა, რომლის მიზანია ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა. 17 მაისამდე საბჭოში კანონით განსაზღვრული 15 ადამიანიდან მხოლოდ 10 იყო, ვინაიდან პარლამენტის მიერ არჩეულ ხუთ პირს უფლებამოსილება უკვე ორი წლის წინ ამოეწურა.
გასულ კვირაში მმართველმა პარტიამ პარლამენტში ცალკეული ოპოზიციონერების მხარდაჭერით საბჭოს სამი წევრის – ზურაბ გურასპაშვილის, ტრისტან ბენაშვილისა და გიორგი გზობავას არჩევა შეძლო.
17 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს ოპოზიციიდან ხმა მისცეს ოპოზიციური ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" დეპუტატებმა ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ, ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ. მათ იმავე დღეს დატოვეს ფრაქცია – მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასთან შეთქმულებაში დასდეს ბრალი.
არაერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ახალარჩეული წევრები წარმოადგენენ იმ ე.წ. სასამართლო კლანის ნაწილს, რომელზეც ოპოზიცია მრავალი წელია საუბრობს, როგორც მმართველი პარტიის დაკვეთების შემსრულებელ მოსამართლეებზე.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამჟამად ორი ვაკანტური ადგილია, რომელზეც პრეტენზიას აცხადებენ რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე. საპარლამენტო უმრავლესობას ამჟამად 84 დეპუტატი ჰყავს და კანდიდატების ასარჩევად მას ოპოზიციასთან მოლაპარაკება სჭირდება.