https://sputnik-georgia.com/20230522/papuasvilma-opozicias-konsultaciebisken-mouwoda-277910231.html
ვნებათაღელვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ - ოპოზიციას კონსულტაციებისკენ მოუწოდეს
ვნებათაღელვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ - ოპოზიციას კონსულტაციებისკენ მოუწოდეს
Sputnik საქართველო
გასულ კვირაში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთიდან სამი ვაკანტური ადგილი შეივსო. ამას ოპოზიციაში სკანდალი მოჰყვა. 22.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-22T17:27+0400
2023-05-22T17:27+0400
2023-05-22T21:25+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/13/250093149_0:48:2048:1200_1920x0_80_0_0_e80816ddc6291f9c7e8ac74a3ae18cd1.jpg
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა ოპოზიციონერ დეპუტატებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილთან დაკავშირებით დაიწყონ კონსულტაციები კოლეგებთან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან". გასულ კვირაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილზე ოთხი კანდიდატიდან ვერც ერთმა – რუსუდან კვინიკაძემ, გოგა კიკილაშვილმა, ლევან ნემსაძემ და ნინო ნიშნიანიძემ საბჭოში ადგილის დასაკავებლად საჭირო 90 ხმა ვერ მიიღო. საქართველოს პარლამენტი ამ კანდიდატებს მომავალ პლენარულ კვირაში ხელახლა უყრის კენჭს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გასულ კვირაშიც და აქამდე არცერთი არგუმენტირებული კრიტიკა არ ყოფილა აღნიშნულ კანდიდატებთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობას ამჟამად 84 დეპუტატი ჰყავს და კანდიდატების ასარჩევად მას ოპოზიციასთან მოლაპარაკება სჭირდება. წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მზადაა მხარი დაუჭიროს გოგა კიკილაშვილს და ნინო ნიშნიანიძეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო ხელისუფლების საკოორდინაციო ორგანო, რომლის მიზანია ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა. მის კომპეტენციაში შედის პირველი ორი ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა, ასევე საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ ვერ შეივსო: ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდნენ>>17 მაისამდე საბჭოში კანონით განსაზღვრული 15-დან მხოლოდ 10 ადამიანი იყო, ვინაიდან პარლამენტის მიერ არჩეულ ხუთ კაცს უფლებამოსილება უკვე ორი წლის წინ ამოეწურა. გასულ კვირაში მმართველმა პარტიამ პარლამენტში ცალკეული ოპოზიციონერების მხარდაჭერით საბჭოს სამი წევრის – ზურაბ გურასპაშვილის, ტრისტან ბენაშვილისა და გიორგი გზობავას არჩევა შეძლო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს ოპოზიციიდან ხმა მისცეს ოპოზიციური ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" დეპუტატებმა ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ, ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ. მათ იმავე დღეს დატოვეს ფრაქცია – მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასთან შეთქმულებაში დასდეს ბრალი. არაერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ახალარჩეული წევრები წარმოადგენენ იმ ე.წ. სასამართლო კლანის ნაწილს, რომელზეც ოპოზიცია მრავალი წელია საუბრობს, როგორც მმართველი პარტიის დაკვეთების შემსრულებელ მოსამართლეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/13/250093149_192:0:1856:1248_1920x0_80_0_0_f14a1d41b22b68dc33f289dbd4dc7fd3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, საქართველო
ვნებათაღელვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ - ოპოზიციას კონსულტაციებისკენ მოუწოდეს
17:27 22.05.2023 (განახლებულია: 21:25 22.05.2023) გასულ კვირაში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთიდან სამი ვაკანტური ადგილი შეივსო. ამას ოპოზიციაში სკანდალი მოჰყვა.
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა ოპოზიციონერ დეპუტატებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილთან დაკავშირებით დაიწყონ კონსულტაციები კოლეგებთან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან".
გასულ კვირაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილზე ოთხი კანდიდატიდან ვერც ერთმა – რუსუდან კვინიკაძემ, გოგა კიკილაშვილმა, ლევან ნემსაძემ და ნინო ნიშნიანიძემ საბჭოში ადგილის დასაკავებლად საჭირო 90 ხმა ვერ მიიღო. საქართველოს პარლამენტი ამ კანდიდატებს მომავალ პლენარულ კვირაში ხელახლა უყრის კენჭს.
„ოპოზიციას მოვუწოდებ, ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით იფიქრონ, „ქართული ოცნების" ფრაქციასთან გაიარონ კონსულტაცია", – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გასულ კვირაშიც და აქამდე არცერთი არგუმენტირებული კრიტიკა არ ყოფილა აღნიშნულ კანდიდატებთან დაკავშირებით.
„ამ ოთხ კანდიდატზე რაიმე არგუმენტირებული კრიტიკა გსმენიათ ვინმეს? ხომ შეეძლოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში რაიმე მაინც ეთქვათ ამ ოთხ კანდიდატზე? ეს რას აჩვენებს? – ობიექტურად კანდიდატების მიმართ არ არსებობს რაიმე პრეტენზია", – განაცხადა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობას ამჟამად 84 დეპუტატი ჰყავს და კანდიდატების ასარჩევად მას ოპოზიციასთან მოლაპარაკება სჭირდება. წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მზადაა მხარი დაუჭიროს გოგა კიკილაშვილს და ნინო ნიშნიანიძეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო ხელისუფლების საკოორდინაციო ორგანო, რომლის მიზანია ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა. მის კომპეტენციაში შედის პირველი ორი ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა, ასევე საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება.
17 მაისამდე საბჭოში კანონით განსაზღვრული 15-დან მხოლოდ 10 ადამიანი იყო, ვინაიდან პარლამენტის მიერ არჩეულ ხუთ კაცს უფლებამოსილება უკვე ორი წლის წინ ამოეწურა.
გასულ კვირაში მმართველმა პარტიამ პარლამენტში ცალკეული ოპოზიციონერების მხარდაჭერით საბჭოს სამი წევრის – ზურაბ გურასპაშვილის, ტრისტან ბენაშვილისა და გიორგი გზობავას არჩევა შეძლო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს ოპოზიციიდან ხმა მისცეს ოპოზიციური ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" დეპუტატებმა ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ, ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ. მათ იმავე დღეს დატოვეს ფრაქცია – მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასთან შეთქმულებაში დასდეს ბრალი.
არაერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ახალარჩეული წევრები წარმოადგენენ იმ ე.წ. სასამართლო კლანის ნაწილს, რომელზეც ოპოზიცია მრავალი წელია საუბრობს, როგორც მმართველი პარტიის დაკვეთების შემსრულებელ მოსამართლეებზე.