როდესაც ყოფილი მოცეკვავე მეთოჯინე ხდება

© courtesy of Marina Kachkachishviliნანა ყაულაშვილი და მარინა კაჭკაჭიშვილი
ნანა ყაულაშვილი და მარინა კაჭკაჭიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2023
გამოწერა
უცნაური რამაა ცხოვრება, ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად პრიორიტეტებს გიცვლის და შენში არსებულ ნიჭსა და სურვილს სულ სხვა გზას და მიმართულებას აძლევს. პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტის მარიამ კაჭკაჭიშვილის შემთხვევაშიც ასე მოხდა.
თვლის, რომ ხელოვნების ძალა სწორედ ამ მოულოდნელობაშია და მან მისი ცხოვრება გაალამაზა.
პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტი მარინა კაჭკაჭიშვილი თავის დროზე მოცეკვავე იყო და თბილისის პროფკავშირების კულტურის სახლის სცენაზე გამოდიოდა. გავიდა დრო და როცა მისი შვილები წამოიზარდნენ, ხელნაკეთი ნივთებისა და თოჯინების დამზადების სურვილი გაუჩნდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არცაა, რომ თოჯინების აცეკვების სურვილიც გაუჩნდა.
© photo: courtesy of Marina Kachkachishviliმარინა კაჭკაჭიშვილის ნამუშევარი
მარინა კაჭკაჭიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2023
მარინა კაჭკაჭიშვილის ნამუშევარი
– ქალბატონო მარინა, როდის გაიღვიძა ქართველ დიასახლისში თოჯინების კეთების სურვილმა?
– სანამ ოჯახს შევქმნიდი, თავიდან ვცეკვავდი, შემდეგ დავოჯახდი და არსად მიმუშავია. დიასახლისი გავხდი და შვილები გავზარდე. როცა ისინი გაიზარდნენ, უფუნქციოდ რომ არ დავრჩენილიყავი, ისევ ხელოვნებაში დაბრუნება გადავწყვიტე. თოჯინების კეთებამ დამაინტერესა. ჩემი მეგობარია მეთოჯინე ნანა ყაულაშვილი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი. ერთხელ სურვილი გამიჩნდა მესწავლა და ვთხოვე, ხომ არ მასწავლი–მეთქი. უარი არ უთქვამს, მასწავლა და როცა ამ საქმით უფრო დავინტერესდი, მეორე მეთოჯინე იულია სოროკინაც აღმოვაჩინე. ისინი განსხვავებული მეთოდით მუშაობენ.
© photo: courtesy of Marina Kachkachishviliმარინა კაჭკაჭიშვილის ნამუშევარი
მარინა კაჭკაჭიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2023
მარინა კაჭკაჭიშვილის ნამუშევარი
– როგორ ჩანს, თქვენი თოჯინები რეტრო მოდას მისდევენ...
– ასეა, ჩემი ქალბატონების შემთხვევაში ვიფიქრე, რომ მათ ძველებური სამოსი უფრო მოუხდებოდათ და არ შევმცდარვარ. გამოდის, რომ ჩემი თოჯინების დიზაინერიც ვარ, რადგან თავად ვურჩევ მათ მოდელებს და ტანისამოსს, რომელსაც თვითონ ვქმნი და ვუკერავ. ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად გამომდის. მამაკაცის სახე სულ სხვანაირად კეთდება, ქალების სხვანაირად.
© photo: courtesy of Marina Kachkachishviliმარინა კაჭკაჭიშვილის ნამუშევარი
მარინა კაჭკაჭიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2023
მარინა კაჭკაჭიშვილის ნამუშევარი
– რა ტიპის თოჯინებზე მუშაობაა უფრო რთული?
– ყველაზე რთული ბავშვის სახეზე მუშაობაა. ამიტომ სურვილი გამიჩნდა, რომ კონკრეტულად ქალზე ვიმუშაო და ქალის სახეები უფრო დავხვეწო. ვქმნი ისე, როგორც გამომდის, ანუ იმ წუთში როგორც ვხედავ. ოჯახის წევრები კმაყოფილი არიან ჩემი გატაცებით, რომ ბოლოს და ბოლოს დავკავდი.
© photo: courtesy of Marina Kachkachishviliმარინა კაჭკაჭიშვილის ნამუშევარი
მარინა კაჭკაჭიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2023
მარინა კაჭკაჭიშვილის ნამუშევარი
– მათ გაყიდვაზე თუ ფიქრობთ?
– ადრე ვწუწუნებდი, რომ სახლში მარტო და უფუნქციოდ ვიყავი. თავიდან გასართობად ვაკეთებდი, მაგრამ როცა ისინი ბევრი დაგროვდება, მერე მათ გაყიდვასაც დავიწყებ.
© photo: courtesy of Marina Kachkachishviliმარინა კაჭკაჭიშვილის ნამუშევარი
მარინა კაჭკაჭიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2023
მარინა კაჭკაჭიშვილის ნამუშევარი
– თოჯინების გარდა ვიცი, რომ ხელნაკეთ სამკაულებზეც მუშაობთ, რა მასალას იყენებთ?
– ჩემს სამკაულებს ძირითადად ქსოვილისა და ბისერებისგან ვამზადებ. მათი გამოყენება თავადაც მიყვარს. ძალიან მომწონს ლუნევილური ქარგვა, ეს ინდური ხელოვნებაა, რაც ძალიან საინტერესოა და ლამაზი. თუმცა რთულია და მათი დამოუკიდებლად ათვისება რთული აღმოჩნდა.
– რადგან მოცეკვავე ხართ, თოჯინების აცეკვების სურვილიც გაგიჩნდათ...
– რადგან მოცეკვავე ვიყავი, მინდა ამ ხაზით წავიდე და მოცეკვავე თოჯინები გავაკეთო, ანუ ისინი ცეკვის მომენტში გამოვსახო. მე კარგად ვიცი ცეკვის დროს სხეულის პლასტიკა და მოძრაობა როგორია. აქედან გამომდინარე, მინდა, რომ მათ ხელების პოზიცია ისეთი ჰქონდეთ, როგორც ცეკვის დროს, სახის მიმიკაც შესაბამისი გავუკეთო. ცეკვა სამაია მიყვარდა და ჩაფიქრებული მაქვს მისი გაკეთება. მოკლედ, ხელოვნება ერთ ადგილზე გაჩერების სურვილს გიკარგავს და ცხოვრებას გილამაზებს.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0