https://sputnik-georgia.com/20230522/iaponiis-elci-cinetis-sagareo-uwyebasi-daibares-277897659.html
იაპონიის ელჩი ჩინეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
იაპონიის ელჩი ჩინეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სუნ ვეიდუნმა იაპონიის ელჩი გამოიძახა, რათა პროტესტი გადაეცა G7-ის სამიტზე „ჩინეთთან... 22.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-22T10:50+0400
2023-05-22T10:50+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
ჩინეთი
იაპონია
დიდი შვიდეული
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1a/275254527_0:0:2859:1609_1920x0_80_0_0_9731590f9a4f462be67663db1bdd96f4.jpg
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სუნ ვეიდუნმა იაპონიის ელჩი გამოიძახა, რათა პროტესტი გადაეცა G7-ის სამიტზე „ჩინეთთან დაკავშირებული აჟიოტაჟის" გამო, იუწყება სააგენტო Reuters ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაზე დაყრდნობით.ჩინელი დიპლომატის თქმით, იაპონიამ უნდა გამოასწოროს ჩინეთისადმი მიდგომა და იმ ოთხი პოლიტიკური დოკუმენტით გათვალისწინებულ პრინციპებს მისდიოს, რომლებიც ჩინეთსა და იაპონიას შორის არის გაფორმებული.Reuters-ის ინფორმაციით, მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიების ლიდერებმა სამიტზე სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს აღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში მზარდი დაძაბულობის, ასევე ჩინეთში, მათ შორის ტიბეტსა და სინძიანში, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვითარების გამო.როგორც ჩინეთში იაპონიის ელჩმა ჰიდეო ტარუმიმ განაცხადა, G7-სთვის „ბუნებრივია“, ყურადღება გაამახვილოს ისეთ საკითხებზე, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს, და იმსჯელოს მათ მოგვარებაზე. მისი თქმით, თუ ჩინეთს სურს, რომ აღნიშნული საკითხები აღარ ახსენონ, „პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადადგას პრობლემური საკითხების გადასაჭრელად“.წყარო: Reuters
ჩინეთი
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1a/275254527_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_c6e315d51024024daa8d37b30a9d3eee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩინეთი, იაპონია , დიდი შვიდეული, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ჩინეთი, იაპონია , დიდი შვიდეული, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სუნ ვეიდუნმა იაპონიის ელჩი გამოიძახა, რათა პროტესტი გადაეცა G7-ის სამიტზე „ჩინეთთან დაკავშირებული აჟიოტაჟის" გამო, იუწყება სააგენტო Reuters ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაზე დაყრდნობით.
„იაპონიამ, რომელიც წელს G7-ს თავმჯდომარეობდა, სხვა ქვეყნებთან ერთად შეურაცხყოფა მიაყენა და თავს დაესხა ჩინეთს ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ ღონისძიებებზე, ასევე ერთობლივი განცხადებით. ასეთი უხეში ჩარევა ჩინეთის საშინაო საქმეებში ზიანს აყენებს ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და განვითარებას. ამასთან დაკავშირებით ჩინეთი გამოხატავს ძლიერ უკმაყოფილებას და მტკიცე პროტესტს“, — აღნიშნა სუნ ვეიდუნმა.
ჩინელი დიპლომატის თქმით, იაპონიამ უნდა გამოასწოროს ჩინეთისადმი მიდგომა და იმ ოთხი პოლიტიკური დოკუმენტით გათვალისწინებულ პრინციპებს მისდიოს, რომლებიც ჩინეთსა და იაპონიას შორის არის გაფორმებული.
Reuters-ის ინფორმაციით, მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიების ლიდერებმა სამიტზე სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს აღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში მზარდი დაძაბულობის, ასევე ჩინეთში, მათ შორის ტიბეტსა და სინძიანში, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვითარების გამო.
როგორც ჩინეთში იაპონიის ელჩმა ჰიდეო ტარუმიმ განაცხადა, G7-სთვის „ბუნებრივია“, ყურადღება გაამახვილოს ისეთ საკითხებზე, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს, და იმსჯელოს მათ მოგვარებაზე. მისი თქმით, თუ ჩინეთს სურს, რომ აღნიშნული საკითხები აღარ ახსენონ, „პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადადგას პრობლემური საკითხების გადასაჭრელად“.