https://sputnik-georgia.com/20230521/saqartvelosi-profesiuli-ganatlebis-mirebis-msurvelta-registracia-iwyeba-277886136.html
საქართველოში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
Sputnik საქართველო
საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ. 21.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-21T10:13+0400
2023-05-21T10:13+0400
2023-05-21T10:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/01/240100121_107:343:1870:1335_1920x0_80_0_0_a67908b1e357522db9b464004fd03ca9.jpg
თბილისი, 21 მაისი– Sputnik. საქართველოში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 22 მაისს იწყება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება, იუწყება განათლების სამინისტროს პრესსამსახური.2022 წელს პროფესიულ სასწავლებლებში 14103 ადამიანი ჩაირიცხა, აქედან 46,6% ქალია, 53,4% მამაკაცი. წლის ბოლომდე პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტების მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობამ შეადგინა 94, აქედან 42 იყო სახელმწიფო, 52 კერძო სასწავლებელი.უწყების ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.2023 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ.ამასთან, იქნება გათვალისწინებული პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ინდივიდუალური საჭიროებები.2023 წელს, გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც, საბაზო განათლების მქონე პირებს, საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც.აღნიშნული პროგრამების დასრულების შემდეგ გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და, სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის.რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. დუალური მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს.პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50%-ის ან მეტის მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში.2023 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე - vet.emis.ge.პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge.2021 წლიდან საქართველომ შეძლო უპრეცედენტო და ინოვაციური მართვის მოდელის დანერგვა. კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობით პროფესიული უნარების სააგენტო შეიქმნა.განათლების სამინისტროს ათწლიანი გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის პროფესიული განათლების ბიუჯეტი 730 მილიონ ლარს მიაღწევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/01/240100121_110:503:1219:1335_1920x0_80_0_0_a4a1fef971b2b1be6cb49fb642c33e6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება
საქართველოში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ.
თბილისი, 21 მაისი– Sputnik. საქართველოში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 22 მაისს იწყება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება, იუწყება განათლების სამინისტროს პრესსამსახური.
2022 წელს პროფესიულ სასწავლებლებში 14103 ადამიანი ჩაირიცხა, აქედან 46,6% ქალია, 53,4% მამაკაცი. წლის ბოლომდე პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტების მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობამ შეადგინა 94, აქედან 42 იყო სახელმწიფო, 52 კერძო სასწავლებელი.
უწყების ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
2023 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ.
„ჩარიცხვის ახალი მიდგომა, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდა, უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას, პროფესიულ განათლებაში“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, იქნება გათვალისწინებული პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ინდივიდუალური საჭიროებები.
2023 წელს, გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც, საბაზო განათლების მქონე პირებს, საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც.
აღნიშნული პროგრამების დასრულების შემდეგ გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და, სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის.
რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. დუალური მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს.
პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50%-ის ან მეტის მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში.
2023 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე -
vet.emis.ge.პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე:
info@emis.ge.2021 წლიდან საქართველომ შეძლო უპრეცედენტო და ინოვაციური მართვის მოდელის დანერგვა. კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობით პროფესიული უნარების სააგენტო შეიქმნა.
განათლების სამინისტროს ათწლიანი გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის პროფესიული განათლების ბიუჯეტი 730 მილიონ ლარს მიაღწევს.