https://sputnik-georgia.com/20230521/rodis-amoqmeddeba-jarimebi-vandalizmistvis-277890598.html
როდის ამოქმედდება ჯარიმები ვანდალიზმისთვის
როდის ამოქმედდება ჯარიმები ვანდალიზმისთვის
Sputnik საქართველო
კანონდამრღვევს ჯარიმის გადახდა მოუწევს საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის... 21.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-21T18:35+0400
2023-05-21T18:35+0400
2023-05-21T18:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275612964_0:112:1280:832_1920x0_80_0_0_e52ba3e7081ac94c5bfac719511bac7d.jpg
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლებიც ვანდალიზმისთვის სასჯელს ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 30 მაისს ამოქმედდება.ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში ან მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება 300 ლარით ჯარიმდება.კანონდამრღვევს იგივე ჯარიმის გადახდა მოუწევს სხვა საზოგადოებრივი ობიექტების დაზიანებისა ან განადგურებისთვის, მათ შორის საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის.ბრძოლა ვანდალიზმთან: როდის ამუშავდება აპლიკაცია „ფიქს თბილისი" >>თუ ზემოაღნიშნული დარღვევები განმეორდება, სასჯელი გამკაცრდება: ჯარიმა 500 ლარი ან 5 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა.ამასთან, თბილისის მერიამ უკვე აამოქმედა აპლიკაცია Fix Tbilisi, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ.ამ ეტაპზე აპლიკაცია აერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება.მანამდე თბილისის მაცხოვრებლები ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ შეტყობინებებს თბილისის მერიას ცხელი ხაზისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ან სოციალური ქსელების გამოყენებით უგზავნიდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275612964_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_8c5f404a5669f33a7f4c60e8b707cc10.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება
როდის ამოქმედდება ჯარიმები ვანდალიზმისთვის
კანონდამრღვევს ჯარიმის გადახდა მოუწევს საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლებიც ვანდალიზმისთვის სასჯელს ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 30 მაისს ამოქმედდება.
ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში ან მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება 300 ლარით ჯარიმდება.
კანონდამრღვევს იგივე ჯარიმის გადახდა მოუწევს სხვა საზოგადოებრივი ობიექტების დაზიანებისა ან განადგურებისთვის, მათ შორის საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის.
თუ ზემოაღნიშნული დარღვევები განმეორდება, სასჯელი გამკაცრდება: ჯარიმა 500 ლარი ან 5 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა.
ამასთან, თბილისის მერიამ უკვე აამოქმედა აპლიკაცია Fix Tbilisi, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ.
ამ ეტაპზე აპლიკაცია აერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება.
მანამდე თბილისის მაცხოვრებლები ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ შეტყობინებებს თბილისის მერიას ცხელი ხაზისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ან სოციალური ქსელების გამოყენებით უგზავნიდნენ.