ბრძოლა ვანდალიზმთან: როდის ამუშავდება აპლიკაცია „ფიქს თბილისი"

© photo: Sputnik / Stringerვანდალიზმის ფაქტი თბილისში
ვანდალიზმის ფაქტი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2023
გამოწერა
მერიის ინფორმაციით, აპლიკაციის მეშვეობით მოქალაქეს დაზიანების შესახებ შეტყობინებისთვის არ მოუწევს „ცხელ ხაზზე" დარეკვა და მერია პრობლემის მარტივად იდენტიფიცირებას შეძლებს.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. აპლიკაცია, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ, 15 მაისიდან ამოქმედდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო მუშაობს პროექტზე – სპეციალურ აპლიკაციაზე „ფიქს თბილისი", რომელზე წვდომაც ყველა მოქალაქეს ექნება.
„ეს არის მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის სპეციფიკური კომუნიკაციის საშუალება, რომლის მიზანია, მუნიციპალიტეტის ინფორმირება დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ", - განმარტა მერმა.
მისი ინფორმაციით, ნებისმიერი პირი შეძლებს, დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიაწეროს მისამართი.
„აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის სამსახურს, რომლის მხრიდან მოხდება განცხადებაზე რეაგირება, ხოლო ინფორმაციის მომწოდებელი მოქალაქე, ამავე აპლიკაციის საშუალებით, მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა მის მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება", - განაცხადა კალაძემ.
ამ ეტაპზე აპლიკაცია აერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება.
საშიშია - კალაძემ თბილისში ვანდალიზმის ფაქტები დაგმო>>
კალაძემ მიმდინარე წლის თებერვლის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების დაზიანება ან განადგურება დაჯარიმებას გამოიწვევს.
მისი თქმით, საზოგადოებრივ სივრცეებში და მუნიციპალურ ტრანსპორტში ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მომზადდა. საქართველოს პარლამენტმა 2 მაისს მესამე მოსმენით მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლებიც ვანდალიზმისთვის 300-500 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0