https://sputnik-georgia.com/20230503/parlamentma-vandalizmistvis-jarimebi-daamtkica-277288273.html
პარლამენტმა ვანდალიზმისთვის ჯარიმები დაამტკიცა
პარლამენტმა ვანდალიზმისთვის ჯარიმები დაამტკიცა
Sputnik საქართველო
საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის დაზიანება-განადგურებისთვის... 03.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-03T09:44+0400
2023-05-03T09:44+0400
2023-05-03T09:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275613495_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_079a390aef40e7ab7877c11df85169e7.jpg
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლებიც ვანდალიზმისთვის 300-500 ლარიანი ჯარიმას ითვალისწინებს.პროექტს 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში ან მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება 300 ლარით ჯარიმდება.კანონდამრღვევს იგივე ჯარიმის გადახდა მოუწევს სხვა საზოგადოებრივი ობიექტების დაზიანებისა ან განადგურებისთვის, მათ შორის საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის.თუ ზემოაღნიშნული დარღვევები განმეორდება, სასჯელი გამკაცრდება: ჯარიმა 500 ლარი ან 5 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა.ცვლილებების მიღებამდე ვანდალიზმი ადმინისტრაციულ სასჯელს არ ითვალისწინებდა. სისხლის სამართლის სამართალდარღვევად 150 ლარზე ზემოდ ღირებულების სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონების დაზიანება ან განადგურება ითვლებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა.ცვლილებები ძალაში შევა პრეზიდენტის ხელმოწერისა და საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275613495_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_51244292744b482f582d7282d8622747.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი
პარლამენტმა ვანდალიზმისთვის ჯარიმები დაამტკიცა
საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის დაზიანება-განადგურებისთვის ასევე ჯარიმაა გათვალისწინებული
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლებიც ვანდალიზმისთვის 300-500 ლარიანი ჯარიმას ითვალისწინებს.
პროექტს 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში ან მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება 300 ლარით ჯარიმდება.
კანონდამრღვევს იგივე ჯარიმის გადახდა მოუწევს სხვა საზოგადოებრივი ობიექტების დაზიანებისა ან განადგურებისთვის, მათ შორის საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის.
თუ ზემოაღნიშნული დარღვევები განმეორდება, სასჯელი გამკაცრდება: ჯარიმა 500 ლარი ან 5 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა.
ცვლილებების მიღებამდე ვანდალიზმი ადმინისტრაციულ სასჯელს არ ითვალისწინებდა. სისხლის სამართლის სამართალდარღვევად 150 ლარზე ზემოდ ღირებულების სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონების დაზიანება ან განადგურება ითვლებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა.
ცვლილებები ძალაში შევა პრეზიდენტის ხელმოწერისა და საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ.