ქარსელაძე: პროექტი „განახლებული რეგიონები“ ახალ პერსპექტივებს ქმნის

© photo: Sputnik / Aram Nersesyanირაკლი ქარსელაძე
ირაკლი ქარსელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2023
გამოწერა
ამ პროგრამის განსახორციელებლად ხელისუფლება 1 მილიარდ ლარზე მეტს გამოყოფს.
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის პროექტი „განახლებული რეგიონები“ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობებისა და პერსპექტივების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისში ობიექტების დათვალიერებისას განაცხადა.
აპრილში საქართველოს მთავრობამ წამოიწყო ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რისთვისაც 1 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა.
„ეს პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე, ყველა დაინტერესები კერძო პირისთვის, ახალი შესაძლებლობების და საინტერესო პერსპექტივების გაჩენის კუთხით”, - განაცხადა ქარსელაძემ.
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „განახლებული რეგიონები“ ევროკავშირის მხარდაჭერით იმერეთში დასრულდა პროგრამის პირველი ეტაპი - ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე 15 სახლი გარემონტდა.
ამჟამად სარემონტო სამუშაოები ცენტრალურ პარკში და მიმდებარე შენობებში მიმდინარეობს.
ხონში, ჭანტურიასა და მოსე ხონელის ქუჩებზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, განახლდა 13 შენობა, 1 პარკი და ცენტრალური მოედანი. ვანში დასრულდა თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩებზე მდებარე, ჯამში, 35 შენობის რეაბილიტაცია, 3 სკვერის, მოსახლეობის სახლებში შესასვლელი ღობეების განახლების და განათების მოწყობის სამუშაოები. ასევე, მოწესრიგდა ცენტრალური მოედანი, ბაზრის ტერიტორია და მიმდებარე კომერციული ფართები.
პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 4.2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
პროგრამა, რომელიც ხუთ წელზეა გათვლილი, 11 ლოკაციას მოიცავს: ბორჯომს, ბაკურიანს, ქუთაისს, წყალტუბოს, თელავს, ზუგდიდს, ბათუმს, მცხეთას, სტეფანწმინდას, მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს. 2023 წელს, პროექტის რეალიზაციის პირველ ეტაპზე 200 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ოთხწლიანი მსგავსი პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 2021 წლის აპრილში ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში მთავრობა რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროექტების დაფინანსებას და ტურიზმის განვითარებას გეგმავს.
პროგრამის პირველი ეტაპი საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და ამ ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.
ყველა ახალი ამბავი
0