აჭარაში ათობით გიდი გადაამზადეს

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის ხედი
ბათუმის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2023
გამოწერა
დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგები უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლიათ აჭარაში მომუშავე ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს.
თბილისი, 21 მაისი– Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 40-მდე დამწყები გიდი გადაამზადა, იუწყება აჭარის მთავრობის პრესსამსახური.
ტრენინგები ბათუმსა და ქობულეთში მარტიდან ტარდება. საერთო ჯამში, საგაზაფხულო სესიებზე ტრენინგი გაიარა სექტორის 400-მდე წარმომადგენელმა. წლის ბოლომდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით მასტერკლასებს, ვიდეოგაკვეთილებს და ვორქშოპებს გეგმავს.
კურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სპეციალური სერტიფიკატი. წელს პირველად მონაწილეებს შორის იყვნენ დამწყები თურქულენოვანი გიდები, რომლებზეც ტურისტებში დიდი მოთხოვნაა.
კურსის მონაწილეებმა, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიას, ასევე პრაქტიკას, შეისწავლეს გიდის პროფესიის საფუძვლები, ბათუმის ტურისტული მარშრუტები და ქალაქის ექსკურსიები.
ტრენინგ პროგრამა გიდებთან ერთად გაიარეს სასტუმროებისა და კვების ობიექტების მენეჯერებმა, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, მიმტანებმა და ადმინისტრატორებმა.
დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგები უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლიათ აჭარაში მომუშავე ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია სერვისის განვითარების ოფიციალურ ვებ პორტალზე უნდა გაიარონ.
ყველა ახალი ამბავი
0