ქობულეთსა და ბორჯომში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

© Department of Environmental Supervision of Georgiaუკანონო სახერხი
უკანონო სახერხი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2023
გამოწერა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჯამში 150 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ფიცარი და 46 ერთეული მორი ამოიღო.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბორჯომში არარეგისტრირებული სახერხი საამქროები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში. მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია 149 კუბური მეტრი მოცულობის დახერხილი ფიცარი და 15 ერთეული მორი.
ქალაქ ბორჯომში, ვაშლოვანას დასახლებაში გამოვლენილი ლენტური ტიპის სახერხი საამქროს ტერიტორიიდან კი ამოღებულია 31 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი და 1 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ფიცარი.
უწყების ცნობით, ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ყველა ახალი ამბავი
0