საპროტესტო აქციები თბილისში: ფრენების აღდგენის გამო ქალაქის ცენტრი დაკეტილია

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2023
გამოწერა
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისის ცენტრში გამართულ აქციაზე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის მოწინააღმდეგე რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტის მთავარი მიზეზი არის უკმაყოფილება იმის გამო, რომ ხელისუფლებამ პროდასავლური კურსიდან გადაუხვია და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
აქციაზე მოთხოვნები არ გაჟღერებულა, მიკროფონთან არ გამოჩენილან ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობას ღიად მოუწოდებდნენ აქციაზე მისვლისკენ. მთავარი მესიჯი ახალგაზრდული და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელმა გააჟღერა.
აქცია უკვე დასრულდა და, ზოგადად, მშვიდობიანად ჩაიარა. თუმცა, პოლიციამ მართლწესრიგის დარღვევისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკავებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა და „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა იგი კლინიკაში გადაიყვანა.
პრემიერმა ოპოზიცია ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა>>>
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების განახლებას, რადგანაც იგი სარგებელს მოუტანს ასობით ათას ქართველს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და იძულებული არიან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ. მათი თქმით, ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0