https://sputnik-georgia.com/20230520/---------277853829.html
გაწეული სამუშაო და გეგმები: ჯანდაცვის მინისტრი დეპუტატების წინაშე წარდგა
გაწეული სამუშაო და გეგმები: ჯანდაცვის მინისტრი დეპუტატების წინაშე წარდგა
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 მაისი - Sputnik. კლინიკებში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, წამლის ეროვნული ლაბორატორიის გახსნა და ბევრი სხვა... 20.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-20T00:00+0400
2023-05-20T00:00+0400
2023-05-20T00:00+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_801864c4b2be04d2b73196d2bc452d8b.jpg
თბილისი, 19 მაისი - Sputnik. კლინიკებში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, წამლის ეროვნული ლაბორატორიის გახსნა და ბევრი სხვა საკითხი შევიდა იმ თემების სიაში, რომელთაც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას შეეხო.ამჟამად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა მეშვეობითაც 2022 წელს 600ათასმა ადამიანმა 2,2 მილიონი სამედიცინო მომსახურებით ისარგებლა. პროექტისთვის 600 მლნ ლარი გამოიყო.საერთაშორისო აკრედიტაციასაქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი აქტიურად ემზადება საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად, რომელიც 2025 წლიდან აუცილებელი პირობა იქნება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აღნიშნა მინისტრმა.აზარაშვილის სიტყვებით, კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის დანერგვით ჯანდაცვის სამინისტრო, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოქალაქეთა უსაფრთხო მკურნალობას, მეორე მხრივ - სახელმწიფო ბიუჯეტს ხარისხიანი სამედიცინო სერვისების დაფინანსებისკენ მიმართავს.საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სამედიცინო სერვისების რაოდენობა, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს, აღნიშნა აზარაშვილმა. 2023 წელს გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი - ის 880 მილიონ ლარს შეადგენს.პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვამ მოხსნა ასაკობრივი შეზღუდვა დეფიბრილატორებისა და აბლაციების დაფინანსებაზე.გარდა ამისა, ონკოლოგიური დაავადებების დაფინანსება გაიზარდა 25 ათას ლარამდე წელიწადში ყოველი პაციენტისთვის.საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეიტანეს თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობის, ასევე ინსულტის, თავის ქალის ტრავმებისა და ძვლის ტვინის დაზიანების შემდგომი რეაბილიტაციის კომპონენტიც. ამ კომპონენტის ბიუჯეტი ყოველ წელს 11 მილიონი ლარი იქნება.პირველად საქართველოში დამტკიცდა „სარეაბილიტაციო მომსახურების განვითარების 2023-2027 წლების სტრატეგია“. ის მომზადდა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, აღნიშნა აზარაშვილმა.მედიკამენტებიმინისტრი შეეხო ასევე წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესებას. მისი თქმით, მოსახლეობის ხარჯის დიდი ნაწილი ტრადიციულად მოდიოდა სწორედ მედიკამენტებზე. წამლების ფასები ხშირად იყო არაპროგნოზირებადი, მუდმივად იცვლებოდა და, ძირითადად, სუბიექტურ ფაქტორებზე იყო დამოკიდებული.რეფერენტული ფასები ითვალისწინებს მაქსიმალურ ზღვარს, რომლის ზემოთაც ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა არ შეიძლება. სიახლე შეეხო 1,6-ზე მეტ მედიკამენტს. რეფორმის შედეგად მედიკამენტების ფასი 40%-ით შემცირდა.აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს, რათა აფთიაქებმა არ დაარღვიონ ახალი წესებით გათვალისწინებული პირობები.აზარაშვილმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უწოდა თურქული ფარმაკოლოგიური ბაზრის გახსნასაც. მისი თქმით, ამგვარად მოსახლეობა ყოველწლიურად 200 მილიონ ლარს დაზოგავს. ამჟამად საქართველოს აფთიაქებში ხელმისაწვდომია 650 დასახელების თურქული მედიკამენტი, რომლებიც 60-80 %-ით ნალები ღირს, ვიდრე ევროპული.„თურქული მედიკამენტების გამოყენების მაჩვენებელი მაღალია და ეს პირდაპირ აისახა ხარჯების შემცირებასა და მომხმარებლის მკურნალობის ეფექტურობაზე“, - განაცხადა აზარაშვილმა.წამლის ეროვნული ლაბორატორიამინისტრმა ყურადღება გაამახვილა წამლის ეროვნული ლაბორატორიის გახსნაზე. მისი სიტყვებით, ეს ქვეყანაში წამლის ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ლაბორატორია ხანმოკლე დროში აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით და დაკომპლექტდა კვალიფიციური კადრებით.ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმაზე, რომ ლაბორატორიამ საერთაშორისო სერტიფიკატი და აკრედიტაცია მოიპოვოს.რეფერალური დახმარების პროგრამაჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა ასევე, რომ 2022-2023 წლებში რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს სამკურნალოდ პაციენტების გადაყვანას სხვა კლინიკასა თუ სხვა ქვეყანაში, სახელმწიფომ დააფინანსა 110 მლნ ლარის ღირებულების სამედიცინო სერვისები.აქედან 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ონკოლოგიურ სერვისებსა და მედიკამენტებზე. შედეგად 11 ათას მოქალაქეს შეეძლო ძვირადღირებული მკურნალობის კურსის ჩატარება.აზარაშვილის განმარტებით, რეფერალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 95%-ით გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების დაფინანსების მასშტაბი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.მინისტრის თქმით, იმისათვის რომ მოქალაქეებს ხეი მიუწვდებოდეთ ისეთ სამედიცინო სერვისებზე, რომლებიც ჯერ მიუწვდომელია საქართველოში, ჯანდაცვის სამინისტრომ გააღრმავა თანამშრომლობა თურქეთის, ესპანეთისა და ისრაელის კლინიკებთან. სწორედ ამ ქვეყნების საავადმყოფოებში მიემგზავრებიან ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეები ონკოლოგიური დაავადებებით.2022-2023 წლებში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოიყო 14 მილიონი ლარი, აღნიშნა აზარაშვილმა.დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამააზარაშვილმა ყურადღება გაამახვილა ასევე იმ ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდა დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. მისი სიტყვებით, თუ ათი წლის წინ პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს ის ექვსჯერ გაიზარდა და 30 მლ ლარს გადააჭარბა.გაიზარდა აღნიშნული პროგრამის გეოგრაფიული არეალიც. კერძოდ, ადრე ის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ დედაქალაქის სამ სამედიცინო დაწესებულებაში. დღეს კი, თბილისის გარდა, ხელმისაწვდომის შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში.2022 წლის მაისიდან ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის აპარატების დარიგება. ამისთვის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი გამოიყო. ამჟამად მოწყობილობას 18 წლამდე ასაკის 700-ზე მეტი ბავშვი იყენებს.იშვიათი დაავადებების მართვისა და ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაროგორც მინისტრმა აღნიშნა, იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამის ბიუჯეტი ბოლო ათ წელიწადში 3 მლნ ლარს შეადგენდა, დღეს კი თანხა 30 მილიონამდე გაიზარდა.აზარაშვილი შეეხო ტრანსპლანტაციის პროგრამასაც, რომელიც 2022 წელს დაიწყო. მისი სიტყვებით, უკვე დაფინანსებულია 2 მლნ ლარის ღირებულების 16 ტრანსპლანტაცია. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ექვსი ოპერაციისთვის გამოიყო 400 ათას ლარზე მეტი, ხოლო თირკმლის ტრანსპლანტაციის 51 ოპერაციისთვის - 1 მილიონი ლარი.სოციალურად დაუცველები2023 წელს ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან მიიღებენ ფინანსურ დახმარებას, რომლის საერთო თანხა 500 მლნ ლარამდე იქნება.2022 წლიდან ეს ბავშვები იღებენ 150-ლარიან ფულად დახმარებას თვეში, ივლისიდან კი აღნიშნული თანხა 200 ლარამდე გაიზრდება.მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 66 მილიონ ლარს, რაც 15 მილიონით აღემატება გასული წლის ბიუჯეტს.სამედიცინო დაწესებულებებიჯანდაცვის სამინისტროს გეგმებს შორისაა აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფოს - რედ.) რეაბილიტაცია. აზარაშვილის თქმით, რამდენიმე წელში კლინიკა გახდება მაღალი დონის სამედიცინო კომპლექსი ყველაზე განვითარებული ინფრასტრუქტურით და დიდი შესაძლებლობებით.კლინიკა გათვლილი იქნება 500 საწოლზე და მასში შევა სისხლის ცენტრალური ბანკიც. რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსდება ასევე ონკოჰემატოლოგიის ცენტრი.გეგმებს შორისაა ასევე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის გახსნა. მინისტრის მტკიცებით, სამუშაოები 2023 წლის ბოლომდე დასრულდება. სამედიცინო დაწესებულება აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც ინფექციური საავადმყოფოს სტანდარტებთან სრულად შესაბამისი იქნება.საავადმყოფოში განათავსებენ ბავშვთა განყოფილებებსაც და ზრდასრულთა განყოფილებებსაც. აქვე იქნება მაღალი სტანდარტების ლაბორატორიები.სხვაპარამედიკოსების პროფესიის გაძლიერებას აზარაშვილმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.გადამზადებული ექიმებისა და პარამედიკოსებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ შეიძინა სპეციალური სამედიცინო მოტოციკლები, რომელთა დახმარებით, პერსონალი უფრო სწრაფად მიდის დანიშნულების ადგილამდე, მათ შორის, საკურორტო ზონებში.ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთ მთავარ მიღწევად აზარაშვილმა დაასახელა დიალეზის სერვისზე გეოგრაფიული წვდომის გაფართოება. ის დაშვებულია ქვეყნის 39 სამედიცინო დაწესებულებაში. იგეგმება კიდევ 12 ცენტრის დამატება.2022 წელს სერვისი დაემატა მესტიაში, ყაზბეგში, თიანეთში, ამბროლაურსა და ლანჩხუთში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს იყო უმნიშვნელოვანესი პროგრესი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებთათვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae21384c51f0726cc80bb5cc2f69bd7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 19 მაისი - Sputnik. კლინიკებში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, წამლის ეროვნული ლაბორატორიის გახსნა და ბევრი სხვა საკითხი შევიდა იმ თემების სიაში, რომელთაც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას შეეხო.
ამჟამად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა მეშვეობითაც 2022 წელს 600ათასმა ადამიანმა 2,2 მილიონი სამედიცინო მომსახურებით ისარგებლა. პროექტისთვის 600 მლნ ლარი გამოიყო.
საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი აქტიურად ემზადება საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად, რომელიც 2025 წლიდან აუცილებელი პირობა იქნება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აღნიშნა მინისტრმა.
აზარაშვილის სიტყვებით, კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის დანერგვით ჯანდაცვის სამინისტრო, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოქალაქეთა უსაფრთხო მკურნალობას, მეორე მხრივ - სახელმწიფო ბიუჯეტს ხარისხიანი სამედიცინო სერვისების დაფინანსებისკენ მიმართავს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა
2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სამედიცინო სერვისების რაოდენობა, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს, აღნიშნა აზარაშვილმა. 2023 წელს გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი - ის 880 მილიონ ლარს შეადგენს.
პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვამ მოხსნა ასაკობრივი შეზღუდვა დეფიბრილატორებისა და აბლაციების დაფინანსებაზე.
გარდა ამისა, ონკოლოგიური დაავადებების დაფინანსება გაიზარდა 25 ათას ლარამდე წელიწადში ყოველი პაციენტისთვის.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეიტანეს თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობის, ასევე ინსულტის, თავის ქალის ტრავმებისა და ძვლის ტვინის დაზიანების შემდგომი რეაბილიტაციის კომპონენტიც. ამ კომპონენტის ბიუჯეტი ყოველ წელს 11 მილიონი ლარი იქნება.
პირველად საქართველოში დამტკიცდა „სარეაბილიტაციო მომსახურების განვითარების 2023-2027 წლების სტრატეგია“. ის მომზადდა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, აღნიშნა აზარაშვილმა.
მინისტრი შეეხო ასევე წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესებას. მისი თქმით, მოსახლეობის ხარჯის დიდი ნაწილი ტრადიციულად მოდიოდა სწორედ მედიკამენტებზე. წამლების ფასები ხშირად იყო არაპროგნოზირებადი, მუდმივად იცვლებოდა და, ძირითადად, სუბიექტურ ფაქტორებზე იყო დამოკიდებული.
რეფერენტული ფასები ითვალისწინებს მაქსიმალურ ზღვარს, რომლის ზემოთაც ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა არ შეიძლება. სიახლე შეეხო 1,6-ზე მეტ მედიკამენტს. რეფორმის შედეგად მედიკამენტების ფასი 40%-ით შემცირდა.
აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს, რათა აფთიაქებმა არ დაარღვიონ ახალი წესებით გათვალისწინებული პირობები.
აზარაშვილმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უწოდა თურქული ფარმაკოლოგიური ბაზრის გახსნასაც. მისი თქმით, ამგვარად მოსახლეობა ყოველწლიურად 200 მილიონ ლარს დაზოგავს. ამჟამად საქართველოს აფთიაქებში ხელმისაწვდომია 650 დასახელების თურქული მედიკამენტი, რომლებიც 60-80 %-ით ნალები ღირს, ვიდრე ევროპული.
„თურქული მედიკამენტების გამოყენების მაჩვენებელი მაღალია და ეს პირდაპირ აისახა ხარჯების შემცირებასა და მომხმარებლის მკურნალობის ეფექტურობაზე“, - განაცხადა აზარაშვილმა.
წამლის ეროვნული ლაბორატორია
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა წამლის ეროვნული ლაბორატორიის გახსნაზე. მისი სიტყვებით, ეს ქვეყანაში წამლის ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ლაბორატორია ხანმოკლე დროში აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით და დაკომპლექტდა კვალიფიციური კადრებით.
ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმაზე, რომ ლაბორატორიამ საერთაშორისო სერტიფიკატი და აკრედიტაცია მოიპოვოს.
რეფერალური დახმარების პროგრამა
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა ასევე, რომ 2022-2023 წლებში რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს სამკურნალოდ პაციენტების გადაყვანას სხვა კლინიკასა თუ სხვა ქვეყანაში, სახელმწიფომ დააფინანსა 110 მლნ ლარის ღირებულების სამედიცინო სერვისები.
აქედან 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ონკოლოგიურ სერვისებსა და მედიკამენტებზე. შედეგად 11 ათას მოქალაქეს შეეძლო ძვირადღირებული მკურნალობის კურსის ჩატარება.
აზარაშვილის განმარტებით, რეფერალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 95%-ით გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების დაფინანსების მასშტაბი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მინისტრის თქმით, იმისათვის რომ მოქალაქეებს ხეი მიუწვდებოდეთ ისეთ სამედიცინო სერვისებზე, რომლებიც ჯერ მიუწვდომელია საქართველოში, ჯანდაცვის სამინისტრომ გააღრმავა თანამშრომლობა თურქეთის, ესპანეთისა და ისრაელის კლინიკებთან. სწორედ ამ ქვეყნების საავადმყოფოებში მიემგზავრებიან ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეები ონკოლოგიური დაავადებებით.
2022-2023 წლებში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოიყო 14 მილიონი ლარი, აღნიშნა აზარაშვილმა.
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა
აზარაშვილმა ყურადღება გაამახვილა ასევე იმ ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდა დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. მისი სიტყვებით, თუ ათი წლის წინ პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს ის ექვსჯერ გაიზარდა და 30 მლ ლარს გადააჭარბა.
გაიზარდა აღნიშნული პროგრამის გეოგრაფიული არეალიც. კერძოდ, ადრე ის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ დედაქალაქის სამ სამედიცინო დაწესებულებაში. დღეს კი, თბილისის გარდა, ხელმისაწვდომის შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში.
2022 წლის მაისიდან ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის აპარატების დარიგება. ამისთვის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი გამოიყო. ამჟამად მოწყობილობას 18 წლამდე ასაკის 700-ზე მეტი ბავშვი იყენებს.
იშვიათი დაავადებების მართვისა და ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა
როგორც მინისტრმა აღნიშნა, იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამის ბიუჯეტი ბოლო ათ წელიწადში 3 მლნ ლარს შეადგენდა, დღეს კი თანხა 30 მილიონამდე გაიზარდა.
აზარაშვილი შეეხო ტრანსპლანტაციის პროგრამასაც, რომელიც 2022 წელს დაიწყო. მისი სიტყვებით, უკვე დაფინანსებულია 2 მლნ ლარის ღირებულების 16 ტრანსპლანტაცია. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ექვსი ოპერაციისთვის გამოიყო 400 ათას ლარზე მეტი, ხოლო თირკმლის ტრანსპლანტაციის 51 ოპერაციისთვის - 1 მილიონი ლარი.
2023 წელს ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან მიიღებენ ფინანსურ დახმარებას, რომლის საერთო თანხა 500 მლნ ლარამდე იქნება.
2022 წლიდან ეს ბავშვები იღებენ 150-ლარიან ფულად დახმარებას თვეში, ივლისიდან კი აღნიშნული თანხა 200 ლარამდე გაიზრდება.
მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 66 მილიონ ლარს, რაც 15 მილიონით აღემატება გასული წლის ბიუჯეტს.
სამედიცინო დაწესებულებები
ჯანდაცვის სამინისტროს გეგმებს შორისაა აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფოს - რედ.) რეაბილიტაცია. აზარაშვილის თქმით, რამდენიმე წელში კლინიკა გახდება მაღალი დონის სამედიცინო კომპლექსი ყველაზე განვითარებული ინფრასტრუქტურით და დიდი შესაძლებლობებით.
კლინიკა გათვლილი იქნება 500 საწოლზე და მასში შევა სისხლის ცენტრალური ბანკიც. რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსდება ასევე ონკოჰემატოლოგიის ცენტრი.
გეგმებს შორისაა ასევე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის გახსნა. მინისტრის მტკიცებით, სამუშაოები 2023 წლის ბოლომდე დასრულდება. სამედიცინო დაწესებულება აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც ინფექციური საავადმყოფოს სტანდარტებთან სრულად შესაბამისი იქნება.
საავადმყოფოში განათავსებენ ბავშვთა განყოფილებებსაც და ზრდასრულთა განყოფილებებსაც. აქვე იქნება მაღალი სტანდარტების ლაბორატორიები.
პარამედიკოსების პროფესიის გაძლიერებას აზარაშვილმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.
გადამზადებული ექიმებისა და პარამედიკოსებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ შეიძინა სპეციალური სამედიცინო მოტოციკლები, რომელთა დახმარებით, პერსონალი უფრო სწრაფად მიდის დანიშნულების ადგილამდე, მათ შორის, საკურორტო ზონებში.
ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთ მთავარ მიღწევად აზარაშვილმა დაასახელა დიალეზის სერვისზე გეოგრაფიული წვდომის გაფართოება. ის დაშვებულია ქვეყნის 39 სამედიცინო დაწესებულებაში. იგეგმება კიდევ 12 ცენტრის დამატება.
2022 წელს სერვისი დაემატა მესტიაში, ყაზბეგში, თიანეთში, ამბროლაურსა და ლანჩხუთში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს იყო უმნიშვნელოვანესი პროგრესი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებთათვის.