https://sputnik-georgia.com/20230519/vansi-arasrulwlovanze-seqsualuri-xasiatis-izulebis-gamo-skolis-mikroavtobusis-mzroli-daakaves-277829532.html
მოსწავლეზე სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების გამო სკოლის ავტობუსის მძღოლი დააკავეს
მოსწავლეზე სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების გამო სკოლის ავტობუსის მძღოლი დააკავეს
Sputnik საქართველო
ვანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები 6 მაისს გავრცელდა. 19.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-19T12:24+0400
2023-05-19T12:24+0400
2023-05-19T17:54+0400
შემთხვევები საქართველოში
იმერეთი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_37dbd29831aac14c4fe3378204cf1fb2.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. იმერეთის პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ბრალდებით 62 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას სექსუალური ხასიათის საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ომბუდსმენი არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს>>ვანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები 6 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანდა, თუ როგორ ავიწროვებდა სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად. ვიდეომასალა სოციალურ ქსელში მოსწავლეებმა გაავრცელეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა, რომელიც ბრალდებულის მეუღლეა.
იმერეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_15068efa2546076e8b0da9fcd609a5b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, იმერეთი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, იმერეთი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
მოსწავლეზე სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების გამო სკოლის ავტობუსის მძღოლი დააკავეს
12:24 19.05.2023 (განახლებულია: 17:54 19.05.2023) ვანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები 6 მაისს გავრცელდა.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. იმერეთის პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ბრალდებით 62 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას სექსუალური ხასიათის საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ვანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები 6 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანდა, თუ როგორ ავიწროვებდა სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად.
ვიდეომასალა სოციალურ ქსელში მოსწავლეებმა გაავრცელეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო.
მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა, რომელიც ბრალდებულის მეუღლეა.