https://sputnik-georgia.com/20230519/subari-frenebis-gamo-degnanis-ajiotaji-gaugebaria-277849088.html
„ხალხის ძალა" - ავიარეისების გამო აშშ-ის ელჩის აჟიოტაჟი გაუგებარია
„ხალხის ძალა" - ავიარეისების გამო აშშ-ის ელჩის აჟიოტაჟი გაუგებარია
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, თუ კელი დეგნანს ქართველი ხალხის დახმარება სურს, მაშინ აშშ-თან უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხს გაუწიოს ლობირება. 19.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-19T18:50+0400
2023-05-19T18:50+0400
2023-05-19T22:35+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
აშშ
ქართული ოპოზიცია
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252286239_0:24:1500:868_1920x0_80_0_0_505cbe135c99d756c84d348b12a7e606.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებები გაუგებარია, ისევე, როგორც მისი აჟიოტაჟი, განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა სოზარ სუბარმა.როგორც დღეს კელი დეგნანმა განაცხადა, ავიამიმოსვლის აღდგენით მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს და მას ესმის ქართველი ხალხის აღშფოთება, რომელმაც იცის, თუ რა ფასის გადახდა მოუწევს ამისთვის საქართველოს.მისი თქმით, თუ კელი დეგნანს ქართველი ხალხის დახმარება სურს, მაშინ აშშ-თან უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხს გაუწიოს ლობირება.„თუ მართლა უნდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ პირობები, გაგვიწიოს ლობირება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო მიმოსვლა აშშ-თან. ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, როდესაც ბავშვთა ანსამბლებს დაგეგმილ აქვთ კონცერტი, მათ კი ვიზებს არ აძლევენ", – განაცხადა სუბარმა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების განახლებას, რადგანაც იგი სარგებელს მოუტანს ასობით ათას ქართველს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და იძულებული არიან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ. მათი თქმით, ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეა.პრემიერმა ოპოზიცია ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა>>>დღეს, 19 მაისს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა მოსკოვიდან თბილისში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველი რეისი შეასრულა. პირდაპირ ავიამიმოსვლაზე ქვეყნებს შორის ნებართვა ამ ეტაპზე სამ ავიაკომპანიას აქვს მიღებული, მათგან ორი რუსულია – Azimuth და Red Wings და ერთი ქართული – Georgian Airways.საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის მოწინააღმდეგეებმა პარასკევს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ოპოზიციონერებმა განაცხადეს, ეს მიუღებელია მაშინ, როცა დასავლეთი უკრაინაში კონფლიქტის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს.თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციონერები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი თანაპარტიელები იყვნენ, ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. პრემიერმა გაიხსენა, რომ სწორედ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ ცალმხრივად გააუქმა ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის და პირადად შეხვდა რუს ტურისტებს საქართველო-რუსეთის საზღვარზე.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252286239_108:26:1231:868_1920x0_80_0_0_68158514d3ad55bdd6b2f38d961afb67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ , ქართული ოპოზიცია, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ , ქართული ოპოზიცია, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, ახალი ამბები
„ხალხის ძალა" - ავიარეისების გამო აშშ-ის ელჩის აჟიოტაჟი გაუგებარია
18:50 19.05.2023 (განახლებულია: 22:35 19.05.2023) დეპუტატის თქმით, თუ კელი დეგნანს ქართველი ხალხის დახმარება სურს, მაშინ აშშ-თან უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხს გაუწიოს ლობირება.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებები გაუგებარია, ისევე, როგორც მისი აჟიოტაჟი, განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა სოზარ სუბარმა.
როგორც დღეს კელი დეგნანმა განაცხადა, ავიამიმოსვლის აღდგენით მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს და მას ესმის ქართველი ხალხის აღშფოთება, რომელმაც იცის, თუ რა ფასის გადახდა მოუწევს ამისთვის საქართველოს.
„როდესაც გვაქვს უვიზო რეჟიმი და ჩვეულებრივად შეიძლება მანქანით გადაადგილება, რატომ არ შეიძლება ადამიანი თვითმფრინავით ჩამოვიდეს? ძალიან გაუგებარია ეს აჟიოტაჟი და მკვეთრი განცხადებები კელი დეგნანის მხრიდან", – განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, თუ კელი დეგნანს ქართველი ხალხის დახმარება სურს, მაშინ აშშ-თან უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხს გაუწიოს ლობირება.
„თუ მართლა უნდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ პირობები, გაგვიწიოს ლობირება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო მიმოსვლა აშშ-თან. ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, როდესაც ბავშვთა ანსამბლებს დაგეგმილ აქვთ კონცერტი, მათ კი ვიზებს არ აძლევენ", – განაცხადა სუბარმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების განახლებას, რადგანაც იგი სარგებელს მოუტანს ასობით ათას ქართველს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და იძულებული არიან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ. მათი თქმით, ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეა.
დღეს, 19 მაისს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა მოსკოვიდან თბილისში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველი რეისი შეასრულა.
პირდაპირ ავიამიმოსვლაზე ქვეყნებს შორის ნებართვა ამ ეტაპზე სამ ავიაკომპანიას აქვს მიღებული, მათგან ორი რუსულია – Azimuth და Red Wings და ერთი ქართული – Georgian Airways.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის მოწინააღმდეგეებმა პარასკევს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ოპოზიციონერებმა განაცხადეს, ეს მიუღებელია მაშინ, როცა დასავლეთი უკრაინაში კონფლიქტის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციონერები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი თანაპარტიელები იყვნენ, ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. პრემიერმა გაიხსენა, რომ სწორედ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ ცალმხრივად გააუქმა ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის და პირადად შეხვდა რუს ტურისტებს საქართველო-რუსეთის საზღვარზე.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.