საქართველოში ჩინოვნიკებს სიცრუის დეტექტორზე შეამოწმებენ?

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2023
გამოწერა
კანონპროექტის ავტორების თქმით, ჩინოვნიკებს მხოლოდ ერთ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ამზადებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, საქართველოში ჩინოვნიკებს სიცრუის დეტექტორის გავლა მოუწევთ, რათა გამოირიცხოს უცხოურ სპეცსამსახურებზე მუშაობა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტიის წევრმა მალხაზ თოფურიამ დაწერა.
ოპოზიციონერთა ინიციატივის თანახმად, შემოწმება მაღალი თანამდებობის პირებმა და არჩევითი ორგანოების წარმომადგენლებმა უნდა გაიარონ. მათ უნდა უპასუხონ კითხვას: „თანამშრომლობთ თუ არა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან, გამოხატავთ თუ არა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესებს?“

„ვფიქრობთ, რომ კითხვა არის ძალიან მარტივი და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის და არა ისეთი განვითარებისთვის, როგორიც სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს სურთ“, – დაწერა თოფურიამ.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები, როგორც ინიციატივის ავტორები, მზად არიან პირველებმა გაიარონ ტესტი.
თოფურიას მიაჩნია, რომ ახალ ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაღალ ეშელონებში, ისე ოპოზიციურ ჯგუფებში. ინიციატივას განსაკუთრებით დაუპირისპირდება ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები.

„თუმცა, ჩვენ საზოგადოების იმ მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რომელსაც არ სურს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების რეჟიმის ქვეშ ცხოვრება და სურს ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარება“, – განაცხადა თოფურიამ.

მისი აზრით, მოთხოვნა კანონიერია და გახდება შემაკავებელი ფაქტორი რევოლუციისა და სხვადასხვა სახის რყევებისთვის ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ.
„ეს არის სახელმწიფო ინტერესების ბინძურ აგენტურულ ფულზე გამარჯვების ერთადერთი გზა“, – აღნიშნა თოფურიამ.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების დამხობის ბოლო მცდელობა, საქართველოს ომში ჩათრევის მიზნით, 2023 წლის 7-8 მარტს მოხდა.
„მეხუთე კოლონის“ გეგმები, ანუ საქართველოს ომში ჩაბმის ოთხი მცდელობა - პრემიერის ხედვა>>>
იმ დღეებში მომიტინგეებმა მოითხოვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე, რომლის წინააღმდეგაც გამოვიდა ევროკავშირი, ევროპის საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ზოგიერთი დასავლური პარტნიორი ქვეყნის ლიდერი. კანონპროექტი ითვალისწინებდა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ გააფრთხილა აქციის მონაწილეები, ემოქმედათ კანონის ფარგლებში, მაგრამ როცა პროტესტმა აგრესიული სახე მიიღო, გამოიყენეს სპეცრაზმი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მინები ჩაამსხვრიეს, დაწვეს მანქანები, სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს.
ვითარების განმუხტვა მოხერხდა მხოლოდ 9 მარტს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ოფიციალურად უარი თქვა უცხოური აგენტების შესახებ რაიმე კანონის მიღებაზე.
უკვე 10 მარტს პარლამენტმა დაჩქარებული წესით ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ხოლო კანონპროექტის მეორე, ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც პლენარულ სხდომაზე არც განხილულა, ინიციატორებმა უკან გაიწვიეს.
ორივე ვარიანტი იყო ინიცირებული „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების მიერ, რომლებმაც ცალკე შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა არ დატოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0