გახარია: პოლიტიკოსები არ უნდა გააღმერთონ

© photo: Sputnik / Stringerგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2023
გამოწერა
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ქართველი ამომრჩეველი უნდა მიხვდეს, რომ ვინმეს მხარდაჭერისას მისგან ღმერთი არ უნდა შექმნას, განაცხადა ექს-პრემიერმა, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ, რომელმაც „ქართული ოცნების“ რიგები და პრემიერის პოსტი დატოვა, 2021 წლის მაისში პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა. პარტიისთვის პირველივე არჩევნებში მან მესამე შედეგი აჩვენა და ქვეყნის თითქმის ყველა საკრებულოში მიიღო ადგილი.
როგორც გახარიამ პარტიის წევრებთან შეხვედრაზე აღნიშნა, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსები ვერ გააცნობიერებენ, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, კომპრომისია, არაფერი გამოვა.

„ვიდრე პარტიები ვერ ისწავლიან იმას, რომ შენი გამარჯვება არ ნიშნავს სხვის განადგურებას, ვიდრე საქართველოს მოქალაქე არ მიხვდება, რომ თუ ხმას ვინმეს აძლევს, მისგან ღმერთი არ უნდა შექმნას, არაფერი გამოვა", – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები არაერთხელ მომხდარა. და როდესაც მათი კერპი დაეცემა, ისინი იწყებენ მის სიძულვილს.
„და ამ ზიზღითა და თავგანწირვით ისინი ანადგურებენ მას. აგერ ერთი საავადმყოფოშია, მეორე კი იმალება", – განაცხადა გახარიამ.
როგორც ადრე პოლიტიკოსმა განაცხადა, ქვეყანა ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ფიგურის – „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილისა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაშია.
გახარიას პარტია შეიძლება „ლელოსთან" გაერთიანდეს?>>>
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ის აგრძელებს ქვეყნის მართვას კულისებიდან.
ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ივანიშვილთან კონსულტაციებს აწარმოებენ გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ ამავე დროს კატეგორიულად უარყოფენ ქვეყნის მართვის პროცესში მილიარდერის ჩარევას.
რაც შეეხება სააკაშვილს, იგი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა, 1 ოქტომბერს კი თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
ყველა ახალი ამბავი
0