სუმო: ლევან გორგაძემ სპორტული კარიერა დაასრულა

© courtesy of Caucasus Universityლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი
ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2023
გამოწერა
ტოჩინოშინის დებიუტი ტურნირზე 2006 წელს შედგა, 2008 წლიდან კი პროფესიონალური სუმოს უმაღლეს – მაკუუჩი დივიზიონში ასპარეზობდა.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა 35 წლის ასაკში ტოკიოს ტურნირზე კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
მიმდინარე ტურნირზე ტოჩინოშინმა ხუთი ორთაბრძოლიდან ხუთივე წააგო. ქართველი სუმოისტი ვერ ჩადგა ფორმაში ხელის ტრავმის შემდეგ, რომელიც ტოკიოში იანვრის თვეში გამართულ ტურნირზე მიიღო. გორგაძემ კარიერა მნიშვნელობით მეორე დივიზიონში – ძიურეში დაასრულა.
ლევან გორგაძემ კარიერა 2006 წელს დაიწყო. მისი მთავარი მიღწევები 2018 წლით თარიღდება – მაშინ იანვრის ბაშოზე მან იმპერატორის თასი მოიგო, ივლისში კი სუმოისტების იერარქიაში მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული – ოძეკის ტიტული მოიპოვა. ის პირველი ქართველი სუმოისტია, რომელმაც ეს ტიტული დაიმსახურა.
ტოჩინოშინი იაპონიის სუმოს ასოციაციის რეიტინგში სამი პოზიციით ჩამოქვეითდა >>
ქართველმა სუმოისტმა თავისი კარიერის განმავლობაში მონაწილეობა 100 ბაშოში მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0