ტოჩინოშინი იაპონიის სუმოს ასოციაციის რეიტინგში სამი პოზიციით ჩამოქვეითდა

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIლევან გორგაძე (ტოჩინოშინი)
ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2023
გამოწერა
გორგაძე ამჟამად მეორე დივიზიონში ასპარეზობს და მომდევნო ტურნირზე აღმოსავლეთის მეხუთე მაეგაშირა იქნება
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის სუმოს ასოციაციის მიერ მაისის ტურნირის წინ გამოქვეყნებულ რეიტინგში პოზიცია გაიუარესა.
ზაფხულის ტურნირი ტოკიოს კოკუგიკანში 14-დან 28 მაისამდე გაიმართება.
გორგაძე ამჟამად მეორე დივიზიონში ასპარეზობს და მომავალ ტურნირზე აღმოსავლეთის მეხუთე მაეგაშირა იქნება. წინა ბაშოზე იმავე დივიზიონში ის მეორე ნომერი იყო და ასპარეზობა უარყოფითი ბალანსით 5:10 დაასრულა.
მარტის ტურნირის დროს ტოჩინოშინმა მხრის სერიოზული ტრავმა მიიღო, რამაც ხელი შეუშალა მას ტურნირის მაღალ დონეზე დასრულებაში.
35 წლის ლევან გორგაძემ კარიერა 2006 წელს დაიწყო. მისი მთავარი მიღწევები 2018 წლით თარიღდება - იანვრის ბაშოზე მან იმპერატორის თასი მოიგო, ივლისში კი სუმოისტების იერარქიაში მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული - ოძეკის ტიტული მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0