https://sputnik-georgia.com/20230518/policiam-narkodanasaulistvis-tbilissa-da-regionebsi-55-adamiani-daakava-277818812.html
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის თბილისსა და რეგიონებში 55 ადამიანი დააკავა
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის თბილისსა და რეგიონებში 55 ადამიანი დააკავა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 18.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-18T20:00+0400
2023-05-18T20:00+0400
2023-05-18T22:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350224_312:9:2531:1257_1920x0_80_0_0_804e706a289165116b7b46d9e834efd1.png
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ნარკოდანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით საქართველოს მასშტაბით 55 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე.დაკავებებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, სამეგრელო–ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და კახეთის რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები.კუპატაძის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ, სხვადასხვა ინტერნეტ-აპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს.პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: კოკაინი, ჰეროინი, „სუბუტექსი“, ჰაშიში, „მდმა“, „ალფა-პვპ“, „სუბოქსინი", ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკი, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“, „ტრამადოლი“, „მეფედრონი", "ამფეტამინი“, მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი.სპეცოპერაცია საქართველოში - დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი >>„ასევე ამოღებულია მცირე ზომის ელექტროსასწორები, მარიხუანის კულტივაციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობა, წებოვანი ლენტები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული“, – განაცხადა კუპატაძემ.მისივე ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირისგან ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 26 ვაზნა და 2 მჭიდი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე, 273 პრიმა, 19-273-ე პრიმა, 18-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350224_526:0:2260:1301_1920x0_80_0_0_94b931b8bda45ba418143180f2fcc5de.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის თბილისსა და რეგიონებში 55 ადამიანი დააკავა
20:00 18.05.2023 (განახლებულია: 22:39 18.05.2023) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ნარკოდანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით საქართველოს მასშტაბით 55 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე.
დაკავებებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, სამეგრელო–ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და კახეთის რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები.
კუპატაძის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ, სხვადასხვა ინტერნეტ-აპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს.
„სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა“, – აღნიშნა კუპატაძემ.
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: კოკაინი, ჰეროინი, „სუბუტექსი“, ჰაშიში, „მდმა“, „ალფა-პვპ“, „სუბოქსინი", ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკი, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“, „ტრამადოლი“, „მეფედრონი", "ამფეტამინი“, მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი.
„ასევე ამოღებულია მცირე ზომის ელექტროსასწორები, მარიხუანის კულტივაციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობა, წებოვანი ლენტები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული“, – განაცხადა კუპატაძემ.
მისივე ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირისგან ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 26 ვაზნა და 2 მჭიდი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე, 273 პრიმა, 19-273-ე პრიმა, 18-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.