სპეცოპერაცია საქართველოში - დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი

© photo: Sputnik / Stringerსპეცოპერაცია ფონიჭალაში
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2023
გამოწერა
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს რეგიონებში სპეცოპერაციის ფარგლებში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ბრალდებული 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ფონიჭალაში – ექვსი, განაცხადა საქართველოს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ კუპატაძემ.
სპეცოპერაცია გრძელდება და დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება, აღნიშნა მან.
დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან როგორც მამაკაცები, ისე ქალები, ასევე უცხოეთის მოქალაქეები. მისი თქმით, ამ ეტაპზე არასრულწლოვნები არ არიან დაკავებული.
„ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით. ნარკორეალიზატორებთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, წინასწარ განხორციელდა არაერთი საკონტროლო შესყიდვა, რომელიც აღბეჭდილია აუდიო და ვიდეოჩანაწერის სახით", – განაცხადა კუპატაძემ.
დაკავებები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე კვლავ გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0