https://sputnik-georgia.com/20230518/koreuli-telearxi-saqartveloze-gadacemas-amzadebs-277769279.html
კორეული ტელეარხი საქართველოზე გადაცემებს ამზადებს
კორეული ტელეარხი საქართველოზე გადაცემებს ამზადებს
Sputnik საქართველო
საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაღებულ მასალებს სამხრეთ კორეაში მილიონობით მაყურებელი იხილავს. 18.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-18T10:57+0400
2023-05-18T10:57+0400
2023-05-18T16:55+0400
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ახალი ამბები
საქართველო
სამხრეთი კორეა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/1f/249323486_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_afc055d9bbc82f37c492e822167efbd4.jpg
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. მაღალრეიტინგული კორეული ტელეკომპანია EBS საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემების ციკლს ამზადებს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. EBS-ის გადამღები ჯგუფი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება. პოპულარული სატელევიზიო არხი საქართველოს შესახებ ოთხ ეპიზოდს ამზადებს. EBS-ის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ ადგილებს სამი კვირის განმავლობაში გადაიღებენ. მედიის წარმომადგენლები თბილისს, სიღნაღს, წინანდალს, ალავერდს, თელავს, სტეფანწმინდას, ცდოს, ჯუთას, გორს, უფლისციხეს, ბორჯომს, წყალტუბოს, ქუთაისს, გელათს, ოკაცეს კანიონს, ვანის მუზეუმს, მარტვილს, გორდას, მესტიას, უშგულს, ზუგდიდსა და ბათუმს ეწვევიან. ჯგუფის წევრები ეცნობიან ქართულ კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს. საქართველოს პოპულარიზაციისთვის ახალი ტურისტული პორტალი შეიქმნა>>გადაცემის პირველი ეპიზოდი თბილისს, ქართულ ფოლკლორს, კულინარიას ეძღვნება, მეორე ეპიზოდში კავკასიონის მთებზე, ყაზბეგზე, გერგეტის სამებაზე, სვანეთზე, უძველეს კოშკებზე, ტბებზე და ხაჭაპურზე იქნება საუბარი. მესამე ეპიზოდი სიღნაღს, ქუთაისს, ფესტივალებს, ქართულ ყველს, ჩურჩხელასა და ღვინოს, ხოლო მეოთხე ეპიზოდი მარტვილისა და ოკაცეს კანიონებს, ნოქალაქევს, ბორჯომსა და დაცულ ტერიტორიებს მოიცავს. მეოთხე ეპიზოდში წარმოდგენილი იქნება ასევე აჭარა. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაღებულ ეპიზოდებს კორეის რესპუბლიკაში მილიონობით მაყურებელი იხილავს.
საქართველო
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/1f/249323486_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_de60581f5e449be3d55950e56322b3fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო, სამხრეთი კორეა
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო, სამხრეთი კორეა
კორეული ტელეარხი საქართველოზე გადაცემებს ამზადებს
10:57 18.05.2023 (განახლებულია: 16:55 18.05.2023) საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაღებულ მასალებს სამხრეთ კორეაში მილიონობით მაყურებელი იხილავს.
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. მაღალრეიტინგული კორეული ტელეკომპანია EBS საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემების ციკლს ამზადებს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
EBS-ის გადამღები ჯგუფი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება. პოპულარული სატელევიზიო არხი საქართველოს შესახებ ოთხ ეპიზოდს ამზადებს. EBS-ის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ ადგილებს სამი კვირის განმავლობაში გადაიღებენ.
მედიის წარმომადგენლები თბილისს, სიღნაღს, წინანდალს, ალავერდს, თელავს, სტეფანწმინდას, ცდოს, ჯუთას, გორს, უფლისციხეს, ბორჯომს, წყალტუბოს, ქუთაისს, გელათს, ოკაცეს კანიონს, ვანის მუზეუმს, მარტვილს, გორდას, მესტიას, უშგულს, ზუგდიდსა და ბათუმს ეწვევიან.
ჯგუფის წევრები ეცნობიან ქართულ კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს.
გადაცემის პირველი ეპიზოდი თბილისს, ქართულ ფოლკლორს, კულინარიას ეძღვნება, მეორე ეპიზოდში კავკასიონის მთებზე, ყაზბეგზე, გერგეტის სამებაზე, სვანეთზე, უძველეს კოშკებზე, ტბებზე და ხაჭაპურზე იქნება საუბარი. მესამე ეპიზოდი სიღნაღს, ქუთაისს, ფესტივალებს, ქართულ ყველს, ჩურჩხელასა და ღვინოს, ხოლო მეოთხე ეპიზოდი მარტვილისა და ოკაცეს კანიონებს, ნოქალაქევს, ბორჯომსა და დაცულ ტერიტორიებს მოიცავს. მეოთხე ეპიზოდში წარმოდგენილი იქნება ასევე აჭარა.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაღებულ ეპიზოდებს კორეის რესპუბლიკაში მილიონობით მაყურებელი იხილავს.