საქართველოს პოპულარიზაციისთვის ახალი ტურისტული პორტალი შეიქმნა

© photo: Sputnik / Stringerტურისტები გუდაურში
ტურისტები გუდაურში - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2023
გამოწერა
ვებ-გვერდი სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალის პრეზენტაცია მოაწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, Georgia.travel-ის ახალ ვებ-გვერდზე, რომელიც 70-მდე ქვეყნის ტურისტული პორტალის კვლევისა და ანალიზის შედეგად მომზადდა, საქართველოს მნიშვნელოვანი სანახაობებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ 3 ათასზე მეტი სტატია მომზადდა და აიტვირთა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
პორტალზე ინტერაქციული რუკით ვიზიტორს შეუძლია გაფილტროს რეგიონები, ადგილები და დაგეგმოს მოგზაურობა საქართველოში.

ახალ პორტალზე განთავსებულია ლაშქრობებისა და საფეხმავლო ტურების გეგმები, ასევე მოწყობილია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ერთიანი ბაზა.

უწყების ცნობით, ახალ ტურისტულ პორტალზე ატვირთულია ტურისტულად საინტერესო ღონისძიებების კალენდარი საქართველოს მასშტაბით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თანამშრომლობს საერთაშორისო პლატფორმებთან: Booking, Tripadisor, Wikiloc და სხვ.
პირველად საქართველოში: იწყება მარათონი ტურიზმის პროფესიონალებისთვის>>
საქართველოს მთავარ ტურისტულ პორტალს 200-მდე ქვეყნიდან უკვე ეწვია 18 მილიონამდე უნიკალური ვიზიტორი.
ადმინისტრაციის ცნობით, ტურისტული პორტალი georgia.travel შემუშავდა პარტნიორი კომპანიების დახმარებით: „მკტ მენტორი“, „კლიპარტი“, „არტმედია“ და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0