https://sputnik-georgia.com/20230518/islamuri-saxelmwifos-mxardaweristvis-dakavebulebs-brali-warudgines-277795459.html
„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერისთვის დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს
„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერისთვის დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
დადგინდა, რომ ბრალდებულები აქტიურად ცდილობდნენ ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას. 18.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-18T10:20+0400
2023-05-18T10:20+0400
2023-05-18T14:19+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824828_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_06a462f89dd34288e2899f1385c88eb5.jpg
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ურთიერთობის საქმეზე შვიდ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წარედგინა, მათ შორის ამ ორგანიზაციის წევრობაზე, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, ბრალი წარდგენილია უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდნენ და მისი ერთ-ერთი ლიდერის მეთაურობით სხვადასხვა ქვეყნებში ტერორისტულ აქტივობებს გეგმავდნენ.ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას აქტიურად ცდილობდნენ.ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად, მოპოვებული და ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაცია, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები.„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს >>მანამდე სუსი იუწყებოდა, რომ ბრალდებულებს შორის ერთი პირი უცხოელია, დანარჩენები კი საქართველოს მოქალაქეები არიან.პროკურატურამ შვიდივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824828_133:0:2358:1669_1920x0_80_0_0_23d08ff5155e2f10a8864923a58ea556.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა
„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერისთვის დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს
10:20 18.05.2023 (განახლებულია: 14:19 18.05.2023) დადგინდა, რომ ბრალდებულები აქტიურად ცდილობდნენ ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ურთიერთობის საქმეზე შვიდ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წარედგინა, მათ შორის ამ ორგანიზაციის წევრობაზე, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბრალი წარდგენილია უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.
ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდნენ და მისი ერთ-ერთი ლიდერის მეთაურობით სხვადასხვა ქვეყნებში ტერორისტულ აქტივობებს გეგმავდნენ.
ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას აქტიურად ცდილობდნენ.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად, მოპოვებული და ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაცია, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები.
მანამდე სუსი იუწყებოდა, რომ ბრალდებულებს შორის ერთი პირი უცხოელია, დანარჩენები კი საქართველოს მოქალაქეები არიან.
პროკურატურამ შვიდივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.