https://sputnik-georgia.com/20230517/islamuri-saxelmwipos-mxardacheristvis-6-piri-daakaves-277753729.html
„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
Sputnik საქართველო
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი აწარმოებს. 17.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-17T14:50+0400
2023-05-17T14:50+0400
2023-05-17T17:17+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23826/17/238261718_0:108:2049:1260_1920x0_80_0_0_536872c28f6ee49e37bde85ec557eadb.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს.სუსის ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მტკიცებულება. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 328-ე („უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება") და 236-ე („ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა") მუხლებით მიმდინარეობს.გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი აწარმოებს.ამავე საქმის ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქის მიმართ, რომელიც სასამართლოს განჩინებით მოთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23826/17/238261718_112:0:1935:1367_1920x0_80_0_0_1224224352cc0a8c8ea491360a083b64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
14:50 17.05.2023 (განახლებულია: 17:17 17.05.2023) გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი აწარმოებს.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს.
სუსის ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მტკიცებულება.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 328-ე („უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება") და 236-ე („ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა") მუხლებით მიმდინარეობს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი აწარმოებს.
ამავე საქმის ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქის მიმართ, რომელიც სასამართლოს განჩინებით მოთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში.