https://sputnik-georgia.com/20230518/azarasvili-sayoveltao-jandacvis-programa-saqartvelos-mosaxleobis-94-procents-moemsaxura-277821665.html
აზარაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოს მოსახლეობის 94%-ს მოემსახურა
აზარაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოს მოსახლეობის 94%-ს მოემსახურა
Sputnik საქართველო
მანამდე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სახელმწიფომ ათი წლის განმავლობაში 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა დააფინანსა. 18.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-18T22:26+0400
2023-05-18T22:26+0400
2023-08-17T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037976_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_57e1a63fab8d46d7ae58ef4e2e0da1d7.jpg
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. 2010 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული იყო საქართველოს მოსახლეობის 30%, ხოლო 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 94%-ს გადააჭარბა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.საქართველოში 2013 წლიდან ფართოდ ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა (მოქალაქეთა ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევა) და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შეღავათები მედიკამენტების შესაძენად.საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამოქმედების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის დანახარჯები სამედიცინო მომსახურებაზე და გაიზარდა ფინანსური დაცულობა - თუ 2012 წელს მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების მაჩვენებელი იყო 73%, 2022 წელს ის 40%-მდე შემცირდა, აღნიშნა მინისტრმა.ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს მოქალაქე, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად არ შეხებია საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთე, აღნიშნა აზარაშვილმა.საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება როგორც გეგმიურ, ასევე გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, ოჯახის ექიმებისა და სამედიცინო სპეციალისტების მომსახურებას, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს.2013 წლიდან დღემდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ქვეყნის მოსახლეობის 94%-მა ისარგებლა. ათ წელიწადში სახელმწიფომ დააფინანსა დაახლოებით 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, რაზეც დაახლოებით 7 მილიარდი ლარი დაიხარჯა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037976_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_b1aea783c227806229733cc6096f0e3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ექიმის რჩევები
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ექიმის რჩევები
აზარაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოს მოსახლეობის 94%-ს მოემსახურა
22:26 18.05.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) მანამდე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სახელმწიფომ ათი წლის განმავლობაში 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა დააფინანსა.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. 2010 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული იყო საქართველოს მოსახლეობის 30%, ხოლო 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 94%-ს გადააჭარბა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოში 2013 წლიდან ფართოდ ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა (მოქალაქეთა ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევა) და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შეღავათები მედიკამენტების შესაძენად.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამოქმედების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის დანახარჯები სამედიცინო მომსახურებაზე და გაიზარდა ფინანსური დაცულობა - თუ 2012 წელს მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების მაჩვენებელი იყო 73%, 2022 წელს ის 40%-მდე შემცირდა, აღნიშნა მინისტრმა.
„2013 წლიდან, საქართველოს მთავრობამ, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმაღლეს ღირებულებად დაასახელა, რაც საფუძვლად დაედო, ქვეყნისთვის, უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმას - მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის შექმნას“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს მოქალაქე, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად არ შეხებია საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთე, აღნიშნა აზარაშვილმა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება როგორც გეგმიურ, ასევე გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, ოჯახის ექიმებისა და სამედიცინო სპეციალისტების მომსახურებას, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს.
2013 წლიდან დღემდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ქვეყნის მოსახლეობის 94%-მა ისარგებლა. ათ წელიწადში სახელმწიფომ დააფინანსა დაახლოებით 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, რაზეც დაახლოებით 7 მილიარდი ლარი დაიხარჯა.