https://sputnik-georgia.com/20230517/statuss-wlis-bolos-velodebit-raribasvili-evrokavsiris-statusze-277760689.html
სხვა ალტერნატივა არ არსებობს - პრემიერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე
სხვა ალტერნატივა არ არსებობს - პრემიერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე
Sputnik საქართველო
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით წლის ბოლოს ელოდება. 17.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-17T14:23+0400
2023-05-17T14:23+0400
2023-05-17T17:09+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
ისლანდია
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277754237_0:117:1280:838_1920x0_80_0_0_9210000feae45e2f37896dab8a586a45.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და მის მიღებას წლის ბოლოს ელოდება, განუცხადა ჟურნალისტებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მეოთხე სამიტზე. ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. კანდიდატის სტატუსი იმავე დღეს მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ დამსახურებული სტატუსი მიიღოს. „ვინაიდან ეს იქნება გზავნილი ევროპის მხრიდან ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მისამართით, ჩვენი ქვეყნის მისამართით, და ჩვენ სხვა გადაწყვეტილებას არ ველოდებით", – განაცხადა პრემიერმა. პრემიერი: ევროკავშირი განაგრძობს ვაჭრობას რუსეთთან, საქართველოს კი შეწყვეტისკენ მოუწოდებს>>თუმცა, რა თქმა უნდა, აუცილებელია ბევრი მუშაობა, რათა დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს, აღნიშნა ღარიბაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტით ისლანდიაში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტში. პრემიერი სამიტის მონაწილეთა წინაშე სიტყვითაც წარდგება. საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ – წლის ბოლოს.
ისლანდია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277754237_253:108:1246:853_1920x0_80_0_0_9c9f31d2ae93ba5eff76e4574ef505fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, ისლანდია, პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, ისლანდია, პოლიტიკა
სხვა ალტერნატივა არ არსებობს - პრემიერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე
14:23 17.05.2023 (განახლებულია: 17:09 17.05.2023) საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით წლის ბოლოს ელოდება.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და მის მიღებას წლის ბოლოს ელოდება, განუცხადა ჟურნალისტებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მეოთხე სამიტზე.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. კანდიდატის სტატუსი იმავე დღეს მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
„სიტყვით მიმართვის გარდა, მე მექნება ძალიან ბევრი შეხვედრა, ორმხრივი შეხვედრები. ჩვენი მთავარი გზავნილი არის შემდეგი, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც არის შეუცვლელი, რომელიც არის ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის არჩევანი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ დამსახურებული სტატუსი მიიღოს.
„ვინაიდან ეს იქნება გზავნილი ევროპის მხრიდან ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მისამართით, ჩვენი ქვეყნის მისამართით, და ჩვენ სხვა გადაწყვეტილებას არ ველოდებით", – განაცხადა პრემიერმა.
თუმცა, რა თქმა უნდა, აუცილებელია ბევრი მუშაობა, რათა დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„თუ რეალურად ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სურთ, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა ევროპის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მე ველი, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება კანდიდატის სტატუსი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტით ისლანდიაში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტში. პრემიერი სამიტის მონაწილეთა წინაშე სიტყვითაც წარდგება.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ – წლის ბოლოს.