ქართველებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი - პრემიერი ევროპის საბჭოს სამიტზე

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2023
გამოწერა
მსოფლიო იცვლება და ვერცერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება გამოწვევებს, რომლებიც ევროპის წინაშე დგას, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არაერთი შეიარაღებული კონფლიქტი გადაიტანა, ამიტომ კარგად იცის როგორც ომის, ისე მშვიდობის ფასი, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტზე.

„ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას... ჩვენი მთავრობა რაც იმყოფება ხელისუფლებაში, ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა იყოს", – განაცხადა ღარიბაშვილმა რეიკიავიკში.

მისი თქმით, საქართველოს ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი და როგორც ადამიანური, ისე ტერიტორიული დანაკარგები.
„ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო „მტკიცედ უჭერს" მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
პრემიერი: ევროკავშირი განაგრძობს ვაჭრობას რუსეთთან, საქართველოს კი შეწყვეტისკენ მოუწოდებს>>
პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს ევროპა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას.
„დღევანდელი სამყარო იცვლება, წესრიგი იცვლება და ამ სირთულეებიდან გამოსავალი მარტო ვერცერთმა ქვეყანამ შეიძლება ვერ იპოვოს. ამიტომ გვჭირდება ერთობა... ერთად ყოფნით შევძლებთ ამ მიზნების დაკმაყოფილებას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2023
კობახიძე: ყველას ესმის მოლდოვის სიფრთხილე და პრაგმატიზმი, ხოლო საქართველოსი - არა
პრემიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს ასახავს და რომლის საბოლოო მიზანია ქვეყნის გაერთიანება.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ საქართველო იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
ყველა ახალი ამბავი
0