https://sputnik-georgia.com/20230517/qrtamis-micema-da-saxelmwifo-miwis-xelsi-cagdeba-prokuraturam-4-pirs-braldeba-warudgina-277789933.html
ქრთამის მიცემა და სახელმწიფო მიწის ხელში ჩაგდება: პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
ქრთამის მიცემა და სახელმწიფო მიწის ხელში ჩაგდება: პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
Sputnik საქართველო
აღნიშნული დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 17.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-17T22:08+0400
2023-05-17T22:08+0400
2023-05-17T23:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ოთხი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.პროკურატურის მიერ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების კომისიის იმჟამინდელ თავმჯდომარეს ქრთამი გადასცეს.ქრთამის სანაცვლოდ მათ საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მდებარე 23,4 ჰექტარი ორი მიწის ნაკვეთი თაღლითურად მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.ოთხივე პირს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე წარედგინა, ხოლო ორ ბრალდებულს ასევე დამატებით წარედგინა ბრალდება საჯარო მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ამასთან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების კომისიის იმჟამინდელი თავმჯდომარის მიმართ, მისი გარდაცვალების გამო, სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.კალაძე: Fix Tbilisi-ის აპლიკაციაში უკვე 180-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა >>პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უკვე მიმართა.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, კახეთი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, კახეთი
ქრთამის მიცემა და სახელმწიფო მიწის ხელში ჩაგდება: პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
22:08 17.05.2023 (განახლებულია: 23:06 17.05.2023) აღნიშნული დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ოთხი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პროკურატურის მიერ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების კომისიის იმჟამინდელ თავმჯდომარეს ქრთამი გადასცეს.
ქრთამის სანაცვლოდ მათ საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მდებარე 23,4 ჰექტარი ორი მიწის ნაკვეთი თაღლითურად მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
ოთხივე პირს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე წარედგინა, ხოლო ორ ბრალდებულს ასევე დამატებით წარედგინა ბრალდება საჯარო მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების კომისიის იმჟამინდელი თავმჯდომარის მიმართ, მისი გარდაცვალების გამო, სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.
პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უკვე მიმართა.