https://sputnik-georgia.com/20230517/277759309.html
კალაძე: Fix Tbilisi-ის აპლიკაციაში უკვე 180-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა
კალაძე: Fix Tbilisi-ის აპლიკაციაში უკვე 180-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა
Sputnik საქართველო
დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს ვანდალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა. 17.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-17T15:13+0400
2023-05-17T15:13+0400
2023-05-17T19:42+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270680983_0:131:1280:852_1920x0_80_0_0_89471ae59264337f917a2c005e380bcd.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისის მერიამ სპეციალური მობილური აპლიკაცია Fix Tbilisi-ის მეშვეობით, რომლითაც მოქალაქეებს შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, 180-ზე მეტი შეტყობინება მიიღო, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე.აპლიკაცია 16 მაისს ამოქმედდა. იგი აერთიანებს პრობლემების ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების, გარე განათებისა და საპარკე ინფრასტრუქტურის დაზიანება. აპლიკაციის გადმოწერა google play store-დან ან app store-დან არის შესაძლებელი.თბილისის მერმა საზოგადოებას ქალაქში წესრიგზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, ერთად ებრძოლონ ვანდალიზმს.„ერთად უნდა ვებრძოლოთ ქალაქში ვანდალიზმს. თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით შესაძლებელი იქნება ყველაფრის გამოსწორება“, – აღნიშნა კალაძემ.აქამდე მოქალაქეები ქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის „ცხელი ხაზის", გამგეობების ან სოციალური ქსელების მეშვეობით ავრცელებდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270680983_144:0:1280:852_1920x0_80_0_0_fcf902cd814e0034604cf4e87c135276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: Fix Tbilisi-ის აპლიკაციაში უკვე 180-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა
15:13 17.05.2023 (განახლებულია: 19:42 17.05.2023) დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს ვანდალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისის მერიამ სპეციალური მობილური აპლიკაცია Fix Tbilisi-ის მეშვეობით, რომლითაც მოქალაქეებს შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, 180-ზე მეტი შეტყობინება მიიღო, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე.
აპლიკაცია 16 მაისს ამოქმედდა. იგი აერთიანებს პრობლემების ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების, გარე განათებისა და საპარკე ინფრასტრუქტურის დაზიანება. აპლიკაციის გადმოწერა google play store-დან ან app store-დან არის შესაძლებელი.
„გუშინ ამოქმედდა აპლიკაცია Fix Tbilisi, რომელიც სხვადასხვა პრობლემური საკითხის იდენტიფიცირების შესაძლებლობას გვაძლევს. ამ ეტაპზე ოთხი მიმართულება შევარჩიეთ. რიგითი მოქალაქეების მხრიდან ინტერესი და აქტიურობა მაღალია, რაც მისასალმებელია. უკვე 180-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა", – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა საზოგადოებას ქალაქში წესრიგზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, ერთად ებრძოლონ ვანდალიზმს.
„ერთად უნდა ვებრძოლოთ ქალაქში ვანდალიზმს. თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით შესაძლებელი იქნება ყველაფრის გამოსწორება“, – აღნიშნა კალაძემ.
აქამდე მოქალაქეები ქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის „ცხელი ხაზის", გამგეობების ან სოციალური ქსელების მეშვეობით ავრცელებდნენ.