https://sputnik-georgia.com/20230517/nasa-asteroidi-2023-dw-sesazloa-dedamiwas-sejaxos-277775652.html
NASA: ახლახან აღმოჩენილი ასტეროიდი შესაძლოა დედამიწას შეეჯახოს
NASA: ახლახან აღმოჩენილი ასტეროიდი შესაძლოა დედამიწას შეეჯახოს
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი 50-მეტრიანი ასტეროიდი სახელწოდებით 2023 DW, შესაძლოა, დედამიწას შეეჯახოს 23 წელიწადში, აცხადებს NASA-ს... 17.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-17T16:22+0400
2023-05-17T16:22+0400
2023-08-03T17:39+0400
მსოფლიო დღეს
nasa
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23373/58/233735831_0:43:2100:1224_1920x0_80_0_0_821527e2f61af32da0c014f2a2260ab0.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი 50-მეტრიანი ასტეროიდი სახელწოდებით 2023 DW, შესაძლოა, დედამიწას შეეჯახოს 23 წელიწადში, აცხადებს NASA-ს პლანეტარული თავდაცვის საკოორდინაციო სააგენტო.მათი თქმით, ასტეროიდი, რომელიც მიმდინარე წლის 27 თებერვალს აღმოაჩინეს, დედამიწას სახიფათო მანძილზე 2046 წლის 14 თებერვალს მოუახლოვდება და 600-დან ერთი შანსი ექნება იმისა, რომ ჩვენს პლანეტას შეეჯახოს.„ნასაში“ შეჯახების რისკს საშუალოზე მაღალ დონედ აფასებენ, თუმცა იმედი აქვთ, რომ საფრთხის დონე დროთა განმავლობაში დაიწევს — ასტეროიდზე უფრო მკაფიო დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების კვალდაკვალ.ამასთან კოსმოსური სააგენტოს ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ამ ზომის „ქვის“ დედამიწასთან შეჯახება კატასტროფული არ იქნება, თუ ის დიდ ქალაქში ან მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში არ ჩამოვარდება.მიუხედავად იმისა, რომ 2023 DW-ის პლანეტასთან შეჯახების შანსები არც ისე დიდია, მეცნიერები მაინც აქტიურად მუშაობენ მსგავსი პოტენციურად სახიფათო ასტეროიდებისგან დედამიწის დაცვის მეთოდებზე. ცოტა ხნის წინ NASA-ს მეცნიერებმა ოთხი კვლევა გამოაქვეყნეს, რომლებიც ადასტურებს, რომ სწორედ სააგენტოს ქმედებებით გახდა შესაძლებელი მცირე ზომის ასტეროიდისთვის მიმართულების შეცვლა.საუბარია 160 მეტრი სიგანის ასტეროიდ დიმორფზე, რომელსაც მანამდე NASA-მ მიზანმიმართულად შეაჯახა ზონდი „დარტი“. როგორც კოსმოსურ სააგენტოში განაცხადეს, ამ მისიის მიზანი იყო იმ სტრატეგიის გამოცდა, რომელიც პოტენციურად საშიში კოსმოსური სხეულების დედამიწასთან შეჯახების აღკვეთას ითვალისწინებს. ზონდის დაჯახების შედეგად ასტეროიდი კურსიდან გადაიხარა, რითაც დამტკიცდა, რომ ასეთი სტრატეგია იმუშავებს, თუ ზონდს დროულად გაუშვებენ და ამასთან კოსმოსური სხეულის მასა არცთუ ისე დიდი იქნება.წყარო: Scientific American
https://sputnik-georgia.com/20221012/nasa-asteroidi-271259722.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23373/58/233735831_259:0:2100:1381_1920x0_80_0_0_c849cabaf9acac02b6ea7a0bb1657f40.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
nasa, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
nasa, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი 50-მეტრიანი ასტეროიდი სახელწოდებით 2023 DW, შესაძლოა, დედამიწას შეეჯახოს 23 წელიწადში, აცხადებს NASA-ს პლანეტარული თავდაცვის საკოორდინაციო სააგენტო.
მათი თქმით, ასტეროიდი, რომელიც მიმდინარე წლის 27 თებერვალს აღმოაჩინეს, დედამიწას სახიფათო მანძილზე 2046 წლის 14 თებერვალს მოუახლოვდება და 600-დან ერთი შანსი ექნება იმისა, რომ ჩვენს პლანეტას შეეჯახოს.
„ნასაში“ შეჯახების რისკს საშუალოზე მაღალ დონედ აფასებენ, თუმცა იმედი აქვთ, რომ საფრთხის დონე დროთა განმავლობაში დაიწევს — ასტეროიდზე უფრო მკაფიო დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების კვალდაკვალ.
„ძალიან ხშირად, როდესაც ახალ ობიექტებს ვპოულობთ, რამდენიმე კვირა მიდის იმაზე, რომ გაურკვევლობები აღმოვფხვრათ და მათი მომავალი ორბიტები სწორად გამოვთვალოთ. ანალიტიკოსები ასტეროიდ 2023 DW-ზე დაკვირვებებს განაგრძობენ და პროგნოზებში ცვლილებებს შეიტანენ ახალი მონაცემების საფუძველზე“, — აცხადებენ NASA-ში.
ამასთან კოსმოსური სააგენტოს ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ამ ზომის „ქვის“ დედამიწასთან შეჯახება კატასტროფული არ იქნება, თუ ის დიდ ქალაქში ან მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში არ ჩამოვარდება.
მიუხედავად იმისა, რომ 2023 DW-ის პლანეტასთან შეჯახების შანსები არც ისე დიდია, მეცნიერები მაინც აქტიურად მუშაობენ მსგავსი პოტენციურად სახიფათო ასტეროიდებისგან დედამიწის დაცვის მეთოდებზე. ცოტა ხნის წინ NASA-ს მეცნიერებმა ოთხი კვლევა გამოაქვეყნეს, რომლებიც ადასტურებს, რომ სწორედ სააგენტოს ქმედებებით გახდა შესაძლებელი მცირე ზომის ასტეროიდისთვის მიმართულების შეცვლა.
საუბარია 160 მეტრი სიგანის ასტეროიდ დიმორფზე, რომელსაც მანამდე NASA-მ მიზანმიმართულად შეაჯახა ზონდი „დარტი“. როგორც კოსმოსურ სააგენტოში განაცხადეს, ამ მისიის მიზანი იყო იმ სტრატეგიის გამოცდა, რომელიც პოტენციურად საშიში კოსმოსური სხეულების დედამიწასთან შეჯახების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზონდის დაჯახების შედეგად ასტეროიდი კურსიდან გადაიხარა, რითაც დამტკიცდა, რომ ასეთი სტრატეგია იმუშავებს, თუ ზონდს დროულად გაუშვებენ და ამასთან კოსმოსური სხეულის მასა არცთუ ისე დიდი იქნება.