https://sputnik-georgia.com/20221012/nasa-asteroidi-271259722.html
NASA-მ ასტეროიდს, რომელიც დედამიწისკენ მოფრინავდა, კურსი შეუცვალა - ფოტო
NASA-მ ასტეროიდს, რომელიც დედამიწისკენ მოფრინავდა, კურსი შეუცვალა - ფოტო
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ დაადასტურა, რომ მისი ბოლო მცდელობა, შეეცვალა ასტეროიდ დიმორფის კურსი, წარმატებით დასრულდა. 12.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-12T11:51+0400
2022-10-12T11:51+0400
2023-08-03T17:38+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
nasa
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1e/259158993_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_1616cd9411f531398e8bf3fc0d360524.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ დაადასტურა, რომ მისი ბოლო მცდელობა, შეეცვალა ასტეროიდ დიმორფის კურსი, წარმატებით დასრულდა.ამერიკელ მეცნიერთა აზრით, 160 მეტრი სიგანის კოსმოსური სხეულის ორბიტა მას შემდეგ შეიცვალა, რაც სექტემბერში მას NASA-ს მიერ გაშვებული ზონდი „დარტი“ შეეჯახა.გავრცელებული ინფორმაციით, კოსმოსური სააგენტოს ამ მისიის მიზანი იყო იმ სტრატეგიის გამოცდა, რომელიც პოტენციურად საშიში კოსმოსური სხეულების დედამიწასთან შეჯახების აღკვეთას ითვალისწინებს.ზონდის დაჯახების შედეგად ასტეროიდი კურსიდან გადაიხარა, რითაც დამტკიცდა, რომ ასეთი სტრატეგია იმუშავებს, თუ ზონდს დროულად გაუშვებენ და ამასთან კოსმოსური სხეულის მასა არცთუ ისე დიდი იქნება.თუმცა, პროგრამა Dart-ის მონაწილე დოქტორ ტომ სტატლერს მიაჩნია, რომ მხოლოდ ერთი წარმატებული ექსპერიმენტის საფუძველზე ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა არ ღირს, რადგან ასტეროიდები შეიძლება ძლიერ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან შემადგენლობითა და სტრუქტურით.ამასთან მეცნიერს მიაჩნია, რომ აღნიშნული ექსპერიმენტი საწყის წერტილად გამოდგება NASA-ს მიერ სხვადასხვა შეჯახებათა მოდელირებაში გათვლებისთვის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1e/259158993_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_5bfdd23489a8457df7f8d364fdb00ab9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, nasa, მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, nasa, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ დაადასტურა, რომ მისი ბოლო მცდელობა, შეეცვალა ასტეროიდ დიმორფის კურსი, წარმატებით დასრულდა.
ამერიკელ მეცნიერთა აზრით, 160 მეტრი სიგანის კოსმოსური სხეულის ორბიტა მას შემდეგ შეიცვალა, რაც სექტემბერში მას NASA-ს მიერ გაშვებული ზონდი „დარტი“ შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, კოსმოსური სააგენტოს ამ მისიის მიზანი იყო იმ სტრატეგიის გამოცდა, რომელიც პოტენციურად საშიში კოსმოსური სხეულების დედამიწასთან შეჯახების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზონდის დაჯახების შედეგად ასტეროიდი კურსიდან გადაიხარა, რითაც დამტკიცდა, რომ ასეთი სტრატეგია იმუშავებს, თუ ზონდს დროულად გაუშვებენ და ამასთან კოსმოსური სხეულის მასა არცთუ ისე დიდი იქნება.
„ამ მისიამ აჩვენა, რომ NASA ცდილობს მოემზადოს ნებისმიერი სიურპრიზისთვის, რომელიც კოსმოსმა შეიძლება შემოგვთავაზოს. ვფიქრობ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეიძლება პლანეტის სერიოზულ დამცველებად მივიჩნეოდეთ“, — განაცხადა NASA-ს წარმომადგენელმა ბილ ნელსონმა.
თუმცა, პროგრამა Dart-ის მონაწილე დოქტორ ტომ სტატლერს მიაჩნია, რომ მხოლოდ ერთი წარმატებული ექსპერიმენტის საფუძველზე ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა არ ღირს, რადგან ასტეროიდები შეიძლება ძლიერ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან შემადგენლობითა და სტრუქტურით.
ამასთან მეცნიერს მიაჩნია, რომ აღნიშნული ექსპერიმენტი საწყის წერტილად გამოდგება NASA-ს მიერ სხვადასხვა შეჯახებათა მოდელირებაში გათვლებისთვის.