კალაძე: თბილისის მეტროს სამ სადგურში ახალი ვიწრო ტურნიკეტები დაიდგმება

© Sputnik / Sergey Sitnikovტურნიკეტები მეტროს სადგურის შესასვლელში
ტურნიკეტები მეტროს სადგურის შესასვლელში - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2023
გამოწერა
ბოლო პერიოდში პიკის საათებში მეტროს რამდენიმე სადგურზე მოქალაქეების დიდი რაოდენობის გამო პრობლემები იქმნება.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. მეტროს სადგურებში „ახმეტელის თეატრში", „ვარკეთილსა" და „დიდუბეში" ახალი, განსხვავებული გაბარიტების ტურნიკეტები დაიდგმება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი ხელშეკრულება კომპანია „ქართულ მიკროელექტრონიკასთან" უკვე გაფორმებულია.
„ეს ტურნიკეტები უფრო ვიწროა, რაც მათი მეტი რაოდენობის დადგმის შესაძლებლობას მოგვცემს", – აღნიშნა კალაძემ.
კალაძის თქმით, მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრში" ტურნიკეტების რაოდენობა უკვე გაიზარდა, რამაც მგზავრთა გამტარუნარიანობა გააუმჯობესა და მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემა მოაგვარა.
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა>>
როგორც მერმა აღნიშნა, დღევანდელი მდგომარეობით, მეტროს ამ სადგურს ერთ საათში 6.300 მგზავრის მიღების ნაცვლად, უკვე 9.000-მდე მგზავრის გატარება შეუძლია.
კალაძის განმარტებით, ეს საკითხი ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან სადგურ „ახმეტელის თეატრის" ასასვლელ-ჩამოსასვლელი, განსაკუთრებით დილის პიკის საათებში, ვერ ახერხებდა საჭირო რაოდენობის მგზავრების გატარებას, რის გამოც გარე პერიმეტრზე რიგები ჩნდებოდა, რაც საზოგადოებას დისკომფორტს უქმნიდა და გაღიზიანებას იწვევდა.

„ჩვენ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გადავდგამდით კონკრეტულ ნაბიჯებს. პირველი იყო მოკლევადიანი – ტურნიკეტების დამატება, რაც უკვე გაკეთებულია. 7 გასასვლელის ნაცვლად მოეწყო 10 გასასვლელი, რამაც გაზარდა გამტარუნარიანობა", – აღნიშნა მერმა.

თუმცა, მისი თქმით, ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ პრობლემა მთლიანად მოგვარებულია.
„ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა აზიის განვითარების ბანკთან, რათა ახალი, დამხმარე ასასვლელ-ჩამოსასვლელის პროექტი განვახორციელოთ. ამას გარკვეული დრო სჭირდება", – განაცხადა კახა კალაძემ.
ყველა ახალი ამბავი
0