მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დიდი შვიდეული სამიტზე ჩინეთის მიმართ ერთიან მიდგომას წარმოაჩენს

  - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2023
გამოწერა
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. დიდი შვიდეულის სამიტზე, რომელიც ამ კვირაში გაიმართება იაპონიაში და რომელშიც პრეზიდენტი ბაიდენი მიიღებს მონაწილეობას, წევრი ქვეყნების ლიდერები წარმოაჩენენ, რომ ჩინეთის მიმართ მიდგომა მათ საერთო ღირებულებებს ეფუძნება, განუცხადა Reuters-ს აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმმა მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ G7-ის თითოეული ქვეყანა დამოუკიდებლად განსაზღვრავს პეკინთან ურთიერთობას, ჯგუფის ქვეყნებს საერთო პრინციპები აერთიანებს.
შეკითხვაზე, შეძლებენ თუ არა დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები ჩინეთის მიმართ ერთიანობის გამოვლენას, ანონიმმა მაღალჩინოსანმა განაცხადა:

„დიდი შვიდეული კონსენსუსზე დაფუძნებული ჯგუფია, მაგრამ მასპინძელი ქვეყანა დიდ როლს ასრულებს დღის წესრიგის განსაზღვრაში. იაპონიას კი ძალიან აშფოთებს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, ჩინეთის მხრიდან“.

აღსანიშნავია, რომ G7-ის ქვეყნებს შორის ჩინეთთან ურთიერთობაზე უთანხმოება აპრილში წამოიჭრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პეკინში ვიზიტის შემდეგ. მაშინ მან მოუწოდა ევროკავშირს, შეესუსტებინა აშშ-ზე დამოკიდებულება, რათა ტაივანთან დაკავშირებით „ამერიკული ტემპებითა და ჩინეთის გადაჭარბებული რეაქციით“ გამოწვეულ კრიზისში არ აღმოჩენილიყო ჩათრეული.
ყველა ახალი ამბავი
0